სხვა

13:58 | 16.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ქართული წყვილი ფინალში “გადახტა”

ქართველი წყალში მხტომელები საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებულ გამოსვლას განაგრძობენ. თებერვალში, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართულ გრან-პრიზე, 24 ქვეყნის სპორტსმენებს შორის, ჭოლა ჭანტურიამ და შოთა კორახაშვილმა 3-მეტრიანი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომაში მე-6 ადგილი დაიკავეს. ამის შემდეგ, ქართველმა წყალში მხტომელებმა იტალიაში გადაინაცვლეს, სადაც 8-14 მარტს ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა.
ქართულმა წყვილმა 22 ქვეყნის სპორტსმენებს შორის მე-8 შედეგი აჩვენა და ფინალში გამოსვლის უფლება მიიღო, სადაც ასპარეზობა ასევე მე-8 საფეხურზე დაასრულა. ჩემპიონობა რუსულმა დუეტმა მოიპოვა, ვერცხლის მედლები – გერმანელებმა, ხოლო ბრინჯაო ფრანგებმა დაისაკუთრეს.
ჭანტურია და კორახაშვილი ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ლიცენზიებისთვის იბრძვიან, რომლებიც ზაფხულში, კერძოდ კი, 16-25 ივლისს, ჩინეთში გასამარ მსოფლიოს ჩემპიონატსა და 2012 წლის თებრვალში ინგლისში ჩასატარებელ მსოფლიოს თასზე გათამაშდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097701