სოფიაში მიმდინარე ევროპის ღია ტურნირის პირველი დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის წარუმატებელი გამოდგა. დღეს ბულგარულ ტატამზე მამაკაცებს შორის მედლების სამი კომპლექტი გათამაშდა, ქალებში – ოთხი. საქართველოს სახელით საქმეში კახა ცაგარელი, გიორგი გუგულაშვილი (ორივე 66 კგ) და შორენა შარაძე (63 კგ) ჩაერთნენ, მაგრამ სამივე საწყის ეტაპზევე დამარცხდა.
კახა ცაგარელმა შეჯიბრება უნგრელ ფელიციანო ორის იუკოთი ძლევით გახსნა, მერვედფინალში კი სლოვენიელ ანდრაზ ჟერებთან შეხვედრის დასაწყისშივე, თავის წამოწყებულ ილეთზე ბეჭებზე დავარდა.
შორენა შარაძემაც მხოლოდ ერთი წრე გაიარა. ყაზახ აკერკე მირზაბეკს ჯერ სამჯერ მიაღებინა შიდო და შემდეგ შებოჭა. იტალიელ ედვიგე გვენდთან კი იპონით წააგო.
გიორგი გუგულაშვილი ტურნირს პირველივე წრიდან გამოეთიშა - ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოჭიდავე კოსოვოელ აკილ გჟაკოვასთან შეხვედრის მეორე წუთზე მსაჯმა წესების დარღვევისთვის მოხსნა.
სოფიას ღია ტურნირი ხვალ დასრულდება. საქართველოს სახელით კი კიმონოს არჩილ გოგოლაშვილი (90 კგ), მიხეილ ნარიმანიძე (100 კგ) და ირინე ლეონიძე (+78 კგ) მოირგებენ. გოგოლაშვილი პირველ წრეში თურქ ბატუჰან ეფემგილს დაეჭიდება. ნარიმანიძეს მეტოქედ ბულგარელი დანიელ დიჩევი ერგო, ხოლო ლეონიძე პირდაპირ მეოთხედფინალით დაიწყებს. იქამდე კი მასთან შესახვედრად ერთმანეთს თურქი სებილე აკბულუტი და უკრაინელი გალინა ტარასოვა დაუპირისპირდებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვან გაალი ყრე
უკეთესია ვნახოთ რუნის გარეშე როგორ ითამაშებენ ასეთ ფორმაში მყოფი რუნი ვფიქრობ ანელებს შეტევას სულ მინდოდა სკამზე დაესვა 1-2 თამაში მაინტერესებდა რანაირად ითამაშაბდნენ და ვნახოთ ...
მაგარი გა................. აქვთ ლიგაზე ჩარჩებიან ჯგუფში ნიჩიასც არ ყოფნით ბოლო ტურში ვოლსბურგთან თუ პსვმ მოიგო სახში და სავარაუდოდ მოიგებს კიდეც ამათ კიდე ძააან გაუჭირდებათ გერმანიაში მგლების დამარცხება