ფეხბურთი

15:43 | 5.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართული სამეული “ბრილიანტის თასზე” ითამაშებს

დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” მთავარმა მწვრთნელმა ხუანდე რამოსმა ესპანეთში მეორე შეკრებაზე საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების სამივე წევრი კვლავ წაიყვანა.

ჯაბა კანკავა, სანდრო კობახიძე და უჩა ლობჟანიძე საკურორტო ქალაქ მარბელიაში “დნიპროს” შემადგენლობაში სრული დატვირთვით ემზადებიან. სამივე პირველ შეკრებაზეც იმყოფებოდნენ და ამხანაგური თამაშებიც ჩაატარეს.

“დნიპრო” ესპანეთში ტურნირშიც ითამაშებს, რომლის სახელწოდებაცაა “ბრილიანტის თასი”. დნეპროპეტროვსკელები 5 თებერვალს რუმინულ “კლუჟს” დაუპირისპირდებიან, 8 თებერვალს ბულგარულ “ლუბიმცემს”, ხოლო 11 თებერვალს რუსულ “რუბინს”.

0.123914