საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ესპანეთში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე - ევროპის თასზე ოქროს მედალი მოიპოვა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა საჩემპიონო გზაზე იტალიელი მასიმო მანჩინი და ესპანელები - ალექსის როსესი, ალჩედო მარტი და ალეხანდრო გომეს როდრიგესი დაამარცხა.
შერაზადიშვილის გარდა, ევროპის თასზე სანდრო ოთარაშვილმაც (+90 კგ) იჭიდავა, მაგრამ წარუმატებლად – ძირითად ბადეში ესპანელ დანიელ მონტესერინთან წააგო, ხოლო რეპეშაჟში – პორტუგალიელ ფაუშტუ ფერეირასთან.







