პოლონეთში ლადო დვალიშვილის "ლეგიამ" შინ 2:2 ითამაშა "ვისლასთან" და 6-ქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნა. დიდი ალბათობით, დვალიშვილი ზედიზედ მეორედ გახდება პოლონეთის ჩემპიონი. უშუალოდ "ვისლასთან" შეხვედრაში კი ლადოს მცირე დრო დაუთმეს: 83-ე წუთზე შეიყვანეს შეცვლაზე.
"რუბინმა" რუსეთის პრემიერლიგის მატჩში 3:1 სძლია "ვოლგას", თუმცა საბა კვერკველიას არ უთამაშია – სათადარიგო იყო. ყაზანური კლუბი მეცხრე საფეხურზეა.
რუსეთის პირველ დივიზიონში აკაკი ხუბუტიას "მორდოვიამ" გასვლაზე 1:0 აჯობა "ხიმიკს" და თითქმის გაინაღდა პრემიერლიგის საგზური. წინა ორი მატჩისგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
"სკა-ენერგიამ" შინ 2:2 ითამაშა "ენისეისთან" და მერვე პოზიციაზეა. ქართველთაგან მხოლოდ გიორგი ნავალოვსკიმ ითამაშა (შეუცვლელად). კახა ადაშვილი სათადარიგო გახლდათ, ხოლო გოგიტა გოგუა ტრავმირებულია. "სკა-ენერგია" აგებდა და ბოლო წუთზე გორის "დილას" ყოფილმა ფორვარდმა, ბრაზილიელმა ნათან ჟუნიორმა გაათანაბრა.
"გაზოვიკმა" შინ "სიბირთან" 0:0 ითამაშა. მასპინძელთა ნახევარმცველი ზურაბ არზიანი სკამზე გახლდათ და თამაშში არ ჩართულა.
ნალჩიკის "სპარტაკმა" გასვლაზე 0:1 წააგო "ბალტიკასთან". დავით სირაძემ პირველი ტაიმი გაატარა მინდორზე, გუჯა რუხაიამ და გიორგი ჯიქიამ კი შეუცვლელად ითამაშეს.
უკრაინაში "ვორსკლა"-"ზორია" 1:1 დასრულდა. "ზორიას" ნახევარმცველმა ჯაბა ლიპარტიამ 90 წუთი გაატარა მინდორზე და უკრაინული ონლაინ-რეპორტაჟის მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გახლდათ.
აზერბაიჯანში ტურის ცენტრალური მატჩი "ინტერი"-"ყარაბაღი" იყო და კახა ცხადაძის გაწვრთნილებმა 0:3 წააგეს. "ინტერის" ქართველებიდან სასტარტოში მხოლოდ ლაშა სალუქვაძე გახლდათ, ბაჩანა ცხადაძე პირველივე ტაიმში, 38-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, ხოლო ალექსანდრე იაშვილმა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. გიორგი ლომაიას რაც შეეხება, სათადარიგო გახლდათ.
"ყარაბაღიდან" არცერთ ქართველს არ უთამაშია: ნიკა გელაშვილს ტრავმა აქვს, ხოლო ჯაბა დვალი სკამზე იყო. "ყარაბაღი" 9-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს, "ინტერი" კი მეოთხე საფეხურზეა.
გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილმა "სიმურგმა" "რევანს" 2:0 აჯობა და მეექვსე ადგილზე გადავიდა. აზალ-მა კი, სადაც ლაშა კასრაძე თამაშობს, "ნეფთჩისთან" 1:2 წააგო. კასრაძე შეუცვლელად გაისარჯა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არ გაუშვებენ
bagdatski3
მეც მივესალმები მაინც ევროპაა დაგინახავე და 2 ჯერ მაინც მარტო ჯობია აზერების ჩემპს და მანთ კიდე გუნდები 3 ეტაპიდან იწყებენ თამაშს ევროპაზეც და ლიგაზეც
ინტერის ბიუჯეტი მე როგორც მახსოვს არა ნაკლებ 7 მილიონი დოლარია ამ თანხით კი გორის დილამ პეიოფში სულ შხუილით გავიდა კარგად გემახსოვრებათ დარასელია ათი თავით ჯობია ცხადაძეს მითუმეტეს ცინცაძე და დევდარიანი .
სიმართლე უნდა ითქქვას იმ ბიუჯეტით რაც ინტერს აქვს ნებისმიერი ქართული გუნდი მტს მიაღწევდა ცხადაძის მიღწევებს კი ვერ ვხედავ ცუდი მწვრთნელი არ არი მაგრამ არაფრით ჯობია არც ჭიაბრიშვილს არც გეგუჩაძეს და მითუმეტეს ცინცაძე დევდარიანს ან მაისურაძეს.
ამათ თუ შვიდი აქვთ დინამოს 10 ამდე აქვს თუ 8 აზე მეტი მარა რასაც ინტერი აკეთებს იმის ნახევარსაც რომ ვერ აკეთებს
არადა ძლიერი შემადგნელობა ყავთ უბრალოდ 1 ფორვარდი ია საჭირო ცხადაძე სუსტია თორე მაგარი გუნდი ყავთ ცხადაძეა სუსტი მტრენერი რა და იმიტომ ვერ დებენ შედეგს
პროფესოორ
შენი აზრით დინამოს ბიუჯეტი რამდენია?
და რა შედეგი აქ?
ამისულაშვილი ნაკრებში მინდა
მე მგონი ფრუიძე ქეცბაია სწორს აკეთებენ 9 კაცი ზონებს რომ აკონტროლებენ და კონტრშეტევებზე თამაშობენ. დაცვა უფრო მოსახეხებელია ჩვენი ბიჭებისათვის იმიტომ რომ ფიზიკაში ყველას ჩამოვრჩებით და უკან ჩამოსვლას ვერ ვასწრებთ
ცხადაძე წამოსულიყავი დინამოში რომ გეუბნებოდნენ, ეხლა რომ მოდიხარ
დინამოში ერთი დიდი პრობლემაა მწვრთნელებისთვის, ხელმძღვანელობა წყვეტს გუნდს ვინ ჭირდება, როგორ უნდა ითამაშოს და ა.შ. კახას კი ავტონომია სწჭირდება სრული ხელმძღვანელობისგან, რასაც ფიფია მეეჭვება დათანხმდეს (თუ დათანხმდა და შეასრულოს ეგეც მეეჭვება)
რას უშველის, მოთხოვენ შედეგს რამდენიმე თვეში და გაუშვებენ ამასაც.
სალუქვაძის ბრალია ბევრი რამ, გუნდი მესამე წუთიდან კაცნაკლული დატოვა, გული დამწყდა ინტერ ბაკის გავარდნის გამო, წლებია ცხადაძე მუშაობს და სულ მცირედი აკლდება და ხშირ შემთხვევაში არ უმართლებს.
იქნებ კაცნაკლული რო არა გასულიყვნენ
კარგია ომონია პლეიოფამდეც მივა, კვიპროსელები ბევრით გვისწრებენ და მივესალმები კიდეც ქართველი ფეხბურთელების მანდ წასვლას