ფეხბურთი

12:54 | 21.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ლეგიონი ლიტვასა და ესტონეთში

ლიტვის A ლიგის (უმაღლესი ლიგა) 25-ე ტურში, გარგჟდაის “ბანგამ” საკუთარ მოედანზე “სუდუვასთან” 0:3 წააგო.

მასპინძელთა შემადგენლობაში ვაჟა ბედოიძემ სრულად ითამაშა. მის მსგავსად ირაკლი ღერკენაშვილიც სასტარტოში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. თამაზ ჩარგეიშვილი და ბექა კობიაშვილი “ბანგას” 18-კაციან განაცხადში არ იყვნენ. გარგჟდაელებს 23 ქულა აქვთ და 9 გუნდში მე-6 ადგილზე იმყოფებიან.

ესტონეთის მეისტრილიგის 24-ე ტურში “პაიდემ” სილამიაეს “კალევთან” 0:3 წააგო. თენგიზ ეთერია მასპინძელთა 18-კაციან განაცხადში არ იყო. “პაიდეს” 34 ქულა აქვს და 10 გუნდში მეხუთეა.

ტალინის “ფლორამ” “ტრანსს” სტუმრად 4:1 აჯობა. “ფლორაში” რუსეთში დაბადებულ-გაზრდილმა ირაკლი ლოგუამ სრულად ითამაშა და 79-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. გურამ მიქაძე “ფლორას” სამატჩო განაცხადში არ იყო. “ფლორა” 47 ქულით მესამეა.

 

0.118927