ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერისფორმა" შინ 1:0 მოუგო "გენჩლერბირლიგის" და ბოლოსწინა ადგილზეა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და გაფრთხილება მიიღო. "ქაისერისფორი" 5 ქულით არის დაშორებული სამშვიდობო ზონიდან.
იტალიის სერია B-ში "ემპოლიმ" შინ ვერ სძლია "კარპის" – 1:1. ლევან მჭედლიძე 79-ე წუთზე შევიდა მინდორზე და სახიფათო შეტევებშიც მონაწილეობდა, თუმცა ემპოლელები მეორე გოლს ვერ ეღირსნენ. ტოსკანური კლუბი მეორე ადგილზე დარჩა. რაც შეეხება მჭედლიძის თანაგუნდელ ირაკლი შეყილაძეს, განაცხადში არ გახლდათ.
აზერბაიჯანში "ყარაბაღმა" შინ 2:1 სძლია აზალ-ს და 4-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. ტრავმამოშუშებული ნიკა გელაშვილი სათადარიგო გახლდათ და არ უთამაშია, ხოლო ჯაბა დვალი მე-80 წუთზე შევიდა მინდორზე. აზალ-ის რიგებში 90 წუთი გაისარჯა "ვიტ ჯორჯიიდან" გადასული ლაშა კასრაძე.
მალტაზე "ვალეტამ" ზედიზედ მესამედ მოიგო, თუმცა ამჯერად არა ჩემპიონატის მატჩში, არამედ ფედერაციის თასის მეოთხედფინალში. ნუკრი რევიშვილის, ირაკლი მაისურაძისა და ოვონიკოკოს გუნდმა 1:0 სძლია "ნაქსარ ლიონს" და ნახევარფინალში გავიდა. ხსენებული სამივე ფეხბურთელი სასტარტოში გახლდათ და მათგან მხოლოდ ოვონიკოკო შეცვალეს.
აქვე, ამხანაგურ შეხვედრაზე, რომელიც ესპანურ მარბელიაზე გაიმართა: "დნიპრომ" 2:1 აჯობა რუმინულ "კლუჟს" და ერთი გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა – ახლო მანძილიდან შეაგდო, პასი კი მას უჩა ლობჟანიძემ გაუკეთა თავით. ეს 71-ე წუთზე მოხდა, რითაც ანგარიში 2:0 გახდა.
ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშა, კობახიძემ მეორე ტაიმში ითამაშა, ხოლო ჯაბა კანკავა მინდორზე არ გამოჩენილა. საქმე ისაა, რომ "დნიპრო" ოპტიმალური შემადგენლობით არ თამაშობდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უყურეთ მადრიდის რეალისა და ხეტაფეს შეხვედრას საიტზევე, პირდაპირ ეთერში, მაღალი ხარისხით!!
0?'>http://www.cup.ge/onematchordainary/5044--.html':'>http://www.cup.ge/onematchordainary/5044--.html'))
saba_malisha ნეტა მოყვანონ მაგრამ დღევანდელ დინამოში ძნელი კარგზე არ მაქ საუბარი ნორმალური ფეხბურთელის მოყვანა, არანაირი ამბიცია არა აქ გუნდს საერთოდ
მეც ეგრე მგონია რო თავმოყვარე ფეხბურთელი ისეთ სტადიონებზე სადაც გასახდელი არაა და საძოვრებზე რო თამაშობენ ხოლმე, მემგონი არ ჩამოვა აქ წესიერი იგროკი
რაო ვისენტემ ვალდივიასი არ იყოს ეგეც ტუფტა იყო ხო
??
ვისენტეზე აგორებული ჭორია
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
საკაიფო ფორმა აქვს ვალეტას. ბოლო მოდელი ნაიკი აცვიათ. დინამოს კიდე შეახმა ის ლურჯი მაიკები 3 წელია უკვე.
არის აქ ვინმე?
araza-1918 , ვერც კობახიძე ითამაშებს , ვერც ლობჟანიძე მითუმეტეს. ოქრიაშვილს ალბათ დაუთმობენ ბოლო 30 წუთს. გრიგალავა ისეთ გუნდშია (რუსეთი'ს ჩემპიონატის ბოლო ადგილოსანი) რომ მანდ თუ არ ითამაშა სირცხვილი და თავის მოჭრა ქვეყანას. კვერკველია იმედია ითამაშებს. მაქვს იმედი მაგ ბიჭის
მალტაში გადასვლა ურჩევნიათ ჩვენებს აქ თამაშს აზერბაიჯანზე უკრაინაზე და რუსეთზე ხო აღარ მაქვს საუბარი .
5 დღე ევროლიგამდე კანკავა კობახიძე ლობჟანიძე ოქრიაშვილი კვერკველია გრიგალავა ექვსივე კარგ კონდიციებშია
ძაან დიდი იმედი მაქ რო სანდრო ითამაშებს კობახიძე რო ითამაშებს მაგაში დარწმუნებული ვარ და ლობჟანიძე რაღაც მეეჭვება. ასევე დარწმუნებული ვარ გრიგალავას თამაშშიც და ოქრიაშვილს ალბათ შეცვლაზე მაინც შემოუშვებენ
სანდროს იმედიც მაქვს და ასევე ლობჟანიძესიც რადგან ლობჟანიძეს ბოლოს ძაან კარგი მონაცემები აქვს აშკარად წინ წამოვიდაა
აუ მეც სიამოვნებით ვითამაშებდი მალტაზე რა
)
საღოლ კობახ მიაწექი წარმატებები . მჭედლო სუ გაბანძდი ტო არადა როგორ მქონდა შენი იმედი
ნეტა ასეთი ჩემპიონატი გვქონდეს ამდენი გულშემატკივრებით და ფინანსებით არ გინდათ?
გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა
stripslashes((strlen('http://www.youtube.com/watch?v=OVXsy6sdYbU#t=147')>0?'http://www.youtube.com/watch?v=OVXsy6sdYbU#t=147':'http://www.youtube.com/watch?v=OVXsy6sdYbU#t=147')) ვალეტა აღარ ხუმრობს!
ვაააა ეგენი დაჟე იუთუბზეც იჩითებიან? საღოლ
რას ნიშნავს ვალეტა აღარ ხუმრობს?!:დდ რატო გაგიჩნდა ვალეტას ვიდეოს მოძიების სურვილი?! :დ
ვალეტას ფანია
რა გასწორებულია ბიჭEბი მალტაზე
მიდი სანდრო მაგრად გბალეშიკობ მიაწექი.
მაისურაძე რას იკრიჭები ვალეტას დონეს მაინც ვერ გაცდები