ქართველმა მოჭადრაკეებმა მიხეილ მჭედლიშვილმა (2632), ლევან ფანცულაიამ (2577), მერაბ გაგუნაშვილმა (2562) და ლუკა პაიჭაძემ (2544) ინდოეთის ქალაქ მუმბაიში გადაინაცვლეს და მორიგ საერთაშორისო ტურნირში ჩაერთვნენ.
შეჯიბრში უკვე 3 ტური მიილია და ქულათა მაქსიმუმით 7 მონაწილე დაწინაურდა, რომელთა შორის 2 ქართველიცაა. დამატებითი მაჩვენებლებით პაიჭაძე მეხუთეა, ხოლო ფანცულაია – მეშვიდეა.
გაგუნაშვილს 2.5 ქულით 30-ე პოზიცია უკავია, ხოლო მჭედლიშვილი, რომელსაც პირველი განთესვა გააჩნია, 2.0 ქულით 47-ე საფეხურზე გახლავთ.
მე-4 ტურში ფანცულაია გევორგ არუთუნიანს (სომხეთი, 2434) ეთამაშება, პაიჭაძე – რატნაკარანს (ინდოეთი, 2397), გაგუნაშვილი – შარმა ჰიმაშუს (ინდოეთი, 2372), ხოლო მჭედლიშვილი – ნირანიან ნავალგუნდი (ინდოეთი, 2204).