აზერბაიჯანის ქალაქ ნახიჭევანში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ბორის სავჩენკო (2559) გახდა. რუსმა მოჭადრაკემ 9 ტურში 6.5 ქულა მოაგროვა და თანამემამულე ალეკსანდრ შიმანოვს (2636) და აზერბაიჯანელებს – ელტაჯ საფარლის (2656) და რაუფ მამედოვს (2660) დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.
მოწინავე ოთხეულს 6.0 ქულით 5 მოჭადრაკე მოჰყვება, რომელთაგან 4 ქართველია: 5. კონსტანტინე შანავა (2551); 6. ლუკა პაიჭაძე (2535); 7. ლევან ფანცულაია (2573); 8. გაიოზ ნიგალიძე (2536).
ტურნირის კიდევ ერთმა ქართველმა მონაწილე მერაბ გაგუნაშვილმა (2560) 5.5 ქულა მოაგროვა და 52 მონაწილეს შორის მე-11 პოზიცია დაიკავა.
ბოლო ტურში გაგუნაშვილი თეთრი ფიგურებით ხსენებულ მამედოვთან დამარცხდა, პაიჭაძე ნიგალიძეს დაუზავდა, შანავამ და ფანცულაიამ კი შავებით, ყაიმები, შესაბამისად, შიმანოვთან და სავჩენკოსთან დააფიქსირეს.