სხვა

19:58 | 16.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქართული კარატეს ტრიუმფი სომხეთში

13 ნოემბერს, სომხეთმა ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, რომლის ავტორიტეტულობა სტუმართა რაოდენობამაც განსაზღვრა: საქართველო, თურქეთი, უკრაინა, რუსეთი და მასპინძელი ქვეყნის ეროვნული ნაკრები გუნდები იბრძოდნენ ჩემპიონობისთვის. სომხეთში, საქართველოს ოთხი წარმატებული კლუბი იბრძოდა: კლუბი “დო”, “ლიდერი”, “პატრიოტი” და “დავითი”, რომლებმაც სულ 20 სპორტსმენი აასპარეზეს ერევანში და საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს _ მედლების უმეტესობა ქართველებმა მოვიპოვეთ და საერთო გუნდურ ჩათვლაშიც პირველი ადგილი ვიკუთვნეთ. აღნიშნული საერთაშორისო ორთაბრძოლები 18 წლამდელთა შორის გაიმართა და საკმაოდ საინტერესო შეჯიბრი გამოვიდა.
`ეს ჩემპიონატი მეტად მნიშვნელოვანი და პრინციპული იყო საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრებისთვის, რადგან იგი, ერთ-ერთ პრესტიჟულ შეჯიბრად ითვლება საერთაშორისო ტურნირებში და უკვე დიდი ტრადიცია გააჩნია. ამიტომაც ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას ქართული კარატეს გულშემატკივრებს და ვპირდები, სამომავლოდ შედეგებს გავაუმჯობესებთ~, _ განაცხადა საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის კლუბ `დოს~ პრეზიდენტმა, IV დანის მფლობელმა მამუკა კუზანაშვილმა. აქვე დაამატა სომხეთიდან დაბრუნებულმა საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის კლუბ `ლიდერის~ პრეზიდენტმა, მესამე დანმა, გიორგი ბოჭორიშვილმა, რომ `საქართველოს მსგავსად, არც ერთი გუნდი არ იბრძოდა ერევანში. ჩვენ შესაშური და შესანიშნავი ტექნიკა და ძალა ვაჩვენეთ, რაც მასპინძელმა და სტუმარმა ქვეყნებმაც ერთხმად აღიარეს და ჩვენი სპორტმენის ყველა ბრძოლას გულშემატკივრობდნენ~. `სომხეთის საერთაშორისო ტურნირი იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ აუცილებლად ყველა წონასა და კატეგორიაში უნდა მოგვეგო _ და შევძელით! მეტად პრინციპულთან ერთად, ამავე დროს, ჩვენთვის პრესტიჟის საკითხიც იყო უკვე, რადგან ოთხი წელია, ჩვენ ვართ ამ ტურნირის ფავორიტები და არც ახლა უნდა გვეღალატა ტრადიციისთვის~, _ განაცხადა სომხეთიდან დაბრუნებულმა საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის კლუბ `პატრიოტის~ პრეზიდენტმა, IV დანმა ზვიად ზვიადაურმა. ასევე კმაყოფილია კლუბ `დავითის~ პრეზიდენტი სოსო საყვარელიძე თავისი შეგირდებით, რომლებმაც ერთი ოქრო და ერთიც ვერცხლი მოგვიტანეს.
კლუბი "დო": I ადგილი, 16-17 წელი, სოფიკო ავაქიანი; III ადგილი, 6-7 წელი ნიკა ოქრიაშვილი, 10-11 წელი შალვა ნიკოლიშვილი, ლევან ავეტისოვი, 12-13 წელი ელგუჯა ყურაშვილი; კლუბი "ლიდერი": I ადგილი, 14-15 წელი დიმიტრი ყანჩაველი; II ადგილი 10-13 წელი ნიკა ხვედელიძე; III ადგილი 12-13 წელი ირაკლი სიდონაშვილი; III ადგილი 8-9 წელი ალექსი ტყვასირია; III ადგილი 10-11 წელი ლადო დემურიშვილი; კლუბი "დავითი": I ადგილი, 12-13 წელი გიორგი როსტიაშვილი; II ადგილი, 12-13 წელი ალეკო სურმანიძე; II ადგილი; კლუბი "პატრიოტი": II ადგილი, 7 წელი ნიკა ჯიბღაშვილი; II ადგილი 16-17 წელი ირაკლი ნოდია; III ადგილი, 7 წელი ლუკა გლურჯიძე; 8 წელი ვალერი ნადირაშვილი; 14-15 წელი თემურ მაისურაძე; 16-17 წელი დავით დადუნაშვილი; 16-17 წელი ბადრი კავთელაშვილი.

საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის პრეს-მდივანი ნუგზარ ჭიაბერაშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.070652