ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებული ქართველი კარატისტები, უკვე ახალი წარმეტებისთვის ემზადებიან _ ათენის ევროპის ჩემპიონატისთვის.
თუმცა მანამდე, საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციამ, საქართველოს 30-ე საიუბილეო ჩემპიონატი ჩაატარა საზეიმო ვითარებაში. ღონისძიებამ საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა და ეროვნული ნაკრებიც დაკომპლექტდა, რომელიც 7-8-9 მაისს ათენში იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე. ათენამდე კი, ქართველმა კარატისტებმა საქართველოს დროშა, 2-4 აპრილს, ლას ვეგასში გამართულ ამერიკის ღია ჩემპიონატზე, 45 ქვეყანას შორის სამჯერ ააფრიალეს. `ოუფენ ამერიკა~ ყვევალზე დიდ კაზინოში ჩატარდა, სადაც 5000 სპორტსმენი ასპარეზობდა.
`საქართველოს ნაკრები გუნდი 7 სპორტსმენით იყო დაკომპლექტებული, რომლებმაც მართლაც საოცარი გამარჯვება მოუტანეს ჩვენს ქვეყანას. ჩვენმა სპორტსმენებმა არაერთხელ დაამტკიცეს, თუ რა შეუძლიათ მსოფლიო და ევროპის ტატამებზე. ამჯერად, ჩვენმა ნაკრებმა ნამდვილად უნაკლოდ იასპარეზა _ ყველა წონაში მსოფლიო დონის ნამდვილი ფავორიტიები დავამარცხეთ. ცნობისთვის, ასეთი მასშტაბებით ასპარეზობა შეერთებულ შტატებში, კარატეს სახეობაში პირველია საქართველოსთვის. 15 წლამდე ასაკის სპორსმენებში თავი ისახელა შოთა გორელაშვილმა - ჯერ +60კგ წონაში, ხოლო შემდგომ, აბსოლუტურ კატეგორიაში შეძლო ოქროს მოპოვება. 21 წლამდე ასაკის სპორტსმენებში, 75კგ. წონით კატეგორიაში ჰენრი ვეკუამ მოიპოვა ოქრო, ხოლო აბსოლუტურ კატეგორიაში ბრინჯაოს დასჯერდა. დავით ტყებუჩავა -60 კგ-ში ვერცხლის მფლობელი გახდა, ხოლო მისი ძმა ირაკლი კი, -67 კგ-ში ტრამვის გამო ისევ ვერცხლის მედალს დასჯერდა. 21 წლამდე ასაკის სპორტსმენებში, მძიმე წონაში მეორე ადგილი დაიკავა ოთარ ვადაჭკორიამ. საინტერესო რამ მოხდა ქართული კარატეს ისტორიაში, _ პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში და თან ასეთი მაღალი, მსოფლიო ჩემპიონატის დონის ღონისძიებაზე, გოგონებში -50კგ წონით კატეგორიაში ვერცხლი მოიპოვა ქართველმა გოგონამ _ ეკა ცანკაშვილმა. შეჯიბრი ჩატარდა ლას ვეგასის ყველაზე დიდ კაზინოში, ,,ცეზარ პალასში”. ორგანიზატორებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემპიონატი კარატეს ნამდვილ დღესასწაულად ექციათ. იმედი მაქვს, რომ ოქროს მედლებს მოვიპოვებთ ათენის ევროპის ჩემპიონატზეც~, _ აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებულმა საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფერედაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ.
ნუგზარ ჭიაბერაშვილი საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის პრეს-მდივნი







