კალათბურთი

13:40 | 19.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ქართული” გუნდების მარცხიანი დღე

ხუთშაბათს დილით ნბა-ში ორივე იმ გუნდმა ითამაშა, რომლებშიც ქართველი კალათბურთელები ირიცხებიან, თუმცა, მოედანზე ვერც თორნიკე შენგელია ვიხილეთ და ვერც – ზაზა ფაჩულია.

შენგელიას “ბრუკლინ ნეთსმა” შინაურ კედლებში “ვაშინგტონ უიზარდსთან” 107:113 წააგო, ქართველი ფორვარდი კი მეისონ პლამლისთან და ტაიშუან ტეილორთან ერთად იმ სამ კალათბურთელს შორის მოხვდა, რომელთაც სათადარიგოთა სკამიდან წამოდგომის საშუალება არ მისცემიათ.

“ნეთსის” რიგებში მიჯრით მე-2 ორმაგი დუბლი (15 ქულა, 13 პასი) მიითვალა დერონ უილიამსმა, ხოლო შედეგიანობის მხრივ პოლ პირსი და ბრუკ ლოპესი გამოირჩნენ, შესაბამისად, 27 და 22 ქულით.

ვაშინგტონელთა რიგებში 10-ქულიან ზღვარს ერთბაშად შვიდმა კალათბურთელმა უწია, რომელთაგან ჯონ უოლის გარჯა უნდა გამოვარჩიოთ. მის აქტივში 21 ქულა და 6 პასი გახლდათ.

შენგელიას კლუბმა 9 მოგების წილ მე-16 მარცხი მიითვალა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილს ინარჩუნებს. ბრუკლინელებს მომდევნო შეხვედრა 21 დეკემბრის დილას სტუმრად “ფილადელფია სიქსერზთან” ელით.

მშობლიურ “ჰარის ბრედლი სენთერში” “ნიუ იორკ ნიქსს” დიდი ბრძოლა გაუმართა “მილუოკი ბაქსმა”, რომელსაც ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია ტრავმის გამო ჯერაც ვერ ეხმარება.

მილუოკელებმა ნიუ იორკელებთან 2 ოვერტაიმი გადაიტანეს და 101:107 წააგეს. “ბაქსის” დამრიგებელმა ლარი დრიუმ ფაჩულიას გარდა, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ო ჯეი მაიო, გარი ნილი, კერონ ბატლერი, კარლოს დელფინო და ლარი სანდერსი ვერ დაიხმარა, ამდენად, მთელმა დატვირთვამ სასტარტო ხუთეულის წევრებზე გადაიტანა.

საბოლოოდ, კრის მიდლტონმა, ერსან ილიასოვამ, ჯონ ჰენსონმა და ბრენდონ ნაიტმა 50-50 წუთის ფარგლებში ითამაშეს, სასტარტო შემადგენლობაში პირველად გამწესებულმა ახალგაზრდა ბერძენმა გიანის ანტეტოკოუნმპომ კი ორმოც წუთზე მეტს ითამაშა.

მასპინძელთაგან 36 ქულით და 9 მოხსნით ნაიტი გამოირჩა, ფაჩულიას და სანდერსის არყოფნაში სასტარტო ცენტრად ქცეულმა ჰენსონმა კი მორიგი ორმაგი დუბლი (20 ქულა, 14 მოზსნა) მიითვალა და ძირითადი ხუთეულის წევრობაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა.

“ნიქსის” გამარჯვებაში ლომის წვლილი კარმელო ენტონიმ დაიდო, რომელმაც 55:27 (!) წუთში 29 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა და ხელი არც მე-2 ოვერტაიმის მიწურულს საჯარიმოების შესრულებისას აჰკანკალებია. ორმაგი დუბლით გამოირჩა ნიუ იორკელთა იტალიელი ლეგიონერი ანდრია ბარნიანი – 12 ქულა, 10 მოხსნა.

“მილუოკის” 5 გამარჯვება და 20 მარცხი მოუგროვდა და როგორც ცენტრალურ დივიზიონში, ასევე მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო პოზიციაზე იმყოფება. “ბაქსი” შემდეგ მატჩს 21 დეკემბრის დილას კლივლენდში “კავალიერსთან” ჩაატარებს.

 

ბრუკლინი – ვაშინგტონი 107:113 (28:30, 25:29, 24:26, 30:28)

მილუოკი – ნიუ იორკი 101:107 2ოტ. (22:24, 22:21, 22:23, 21:19, 7:7, 7:13)

ტორონტო – შარლოტი 102:104 ოტ. (15:18, 32:19, 23:33, 25:25, 7:9)

ორლანდო – იუტა 82:86 (20:27, 19:22, 23:19, 20:18)

მაიამი – ინდიანა 97:94 (22:26, 19:26, 30:24, 26:18)

ბოსტონი – დეტროიტი 106:107 (42:23, 21:29, 18:28, 25:27)

ატლანტა – საკრამენტო 124:107 (28:26, 25:28, 32:33, 39:20)

მინესოტა – პორტლენდი 120:109 (31:22, 38:21, 29:35, 22:31)

დალასი – მემფისი 105:91 (27:21, 25:18, 26:27, 27:25)

ფინიქსი – სან ანტონიო 101:108 (34:29, 24:30, 23:28, 20:21)

ჰიუსტონი – ჩიკაგო 109:94 (24:16, 33:30, 26:20, 26:28)

კლიპერსი – ნიუ ორლეანი 108:95 (27:22, 25:23, 26:20, 30:30)

 

აღმოსავლეთ კონფერენცია

1. ინდიანა 25 19 1 0 5 2439:2256      0.800
2. მაიამი 25 19 0 0 6 2586:2398 0.760
3. ატლანტა 26 13 1 0 12 2628:2598 0.538
4. ბოსტონი 27 12 0 0 15 2576:2597 0.444
5. დეტროიტი 27 13 0 3 11 2706:2729 0.481
6. შარლოტი 26 11      1      0 14      2368:2409 0.462
7. ვაშინგტონი     24      9 2 4      9 2373:2400 0.458
8. ტორონტო 23 9 0 3 11 2269:2267 0.391
9. ჩიკაგო 24 9 0 2 13 2191:2234 0.375
10. კლივლენდი 24 7 2 0 15 2288:2419 0.375
11. ბრუკლინი 25 8 1 1 15 2430:2545 0.360
12. ნიუ იორკი 25 7 1 1 16 2374:2451 0.320
13. ორლანდო 26 8 0 2 16 2507:2615 0.308
14. ფილადელფია      26 4 3 1 18 2641:2891 0.269
15. მილუოკი 25 4 1 3 17 2255:2475 0.200

 

დასავლეთ კონფერენცია

1. ოკლაჰომა სიტი 24 18 2      0      4 2535:2363      0.833
2. პორტლენდი 27 20 2 0 5 2925:2752 0.815
3. სან ანტონიო 25 20 0 0 5 2577:2359 0.800
4. კლიპერსი 27 17 1 0 9 2815:2666 0.667
5. ჰიუსტონი 26 16      1 1 8 2784:2649 0.654
6. დალასი 25 15 0 0 10      2579:2530 0.600
7. ფინიქსი 24 14 0 1 9 2460:2415 0.583
8. დენვერი 24 14 0 0 10 2442:2400 0.583
9. გოლდენ სტეიტი      26 14 0 2 10 2679:2605 0.538
10. მინესოტა    26      12 1 0 13 2749:2651 0.500
11. ლეიკერსი 25 12 0 0 13 2508:2586 0.480
12. ნიუ ორლეანი 24 9 2 0 13 2453:2459 0.458
13. მემფისი 25 8 2 0 15 2338:2442 0.400
14. საკრამენტო 24 6 1 1 16 2383:2463 0.292
15. იუტა 28 6 1 1 20 2607:2841 0.250
0.113758