ქართველი ლეგიონერები

10:15 | 3.03.2014 | ნანახია NaN - ჯერ

ქართული გოლები ამხანაგურებში

 

ნალჩიკის “სპარტაკმა” ამხანაგურ მატჩში 3:2 აჯობა ჩერნიგოვის “დესნას” და ორი გოლი დავით სირაძემ გაიტანა. ქართველმა შემტევმა მე-3 წუთზე გახსნა ანგარიში, 20 წუთში კი 2:0 გახადა ანგარიში. სირაძე, ნახევარმცველი გუჯა რუხაია და მცველი გიორგი ჯიქიაც სასტარტოში იყვნენ და მეორე ტაიმში შეცვალეს.    

სამარის “კრილიამ” ბელარუსის “ნემანს” 3:0 სძლია, ალეკო ამისულაშვილმა კი სრულად ჩაატარა მატჩი და ანგარისიც სწორედ მან გახსნა: მე-3 წუთზე დააწინაურა თავისიანები.

აქვე, ოფიციალურ მატჩებზეც: თურქეთში “ქაისერისფორმა” დერბი წააგო “ერჩიესფორთან”, თანაც, 0:4. ზურაბ ხიზანიშვილი სასტარტოში გახლდათ და შესვენებისას შეცვალეს, როცა ანგარიში 0:1 იყო. “ქაისერისფორი” ბოლო ადგილზეა და 9 ქულითაა დაშორებული “სამშვიდობო ზონიდან”. დიდი შანსია, ქაისერელები სუპერლიგას გამოეთხოვონ.

პორტუგალიაში “ჟილ ვისენტემ” შინ 1:0 სძლია “სეტუბალს” და მე-12 ადგილზეა.  ავთო ებრალიძემ შეუცვლელად ჩაატარა მატჩი.

ხორვატიაში “ჰაიდუკმა” კოპროვნიცას “სლავენს” 3:0 მოუგო, თუმცა გიორგი ილურიძეს კვლავაც არ უთამაშია – მიზეზი ტრავმაა.  

 

 


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:54 | 15.09.2016
paata68 (985)

ადმინ წერ გოგონები გამოვლენო და ბადეებში ქართველები არ ჩანან. რა ხდება?

03:09 | 15.09.2016
mushni (93569)

ცუდია

17:31 | 14.09.2016
BEERTRANCE (97819)

არადა გუშინ რა კარგი დღე გვქონდა.

16:39 | 14.09.2016
federer (17) (15576)

რა სტარტი გვქონდა და რა ცუდად გაგრძელდა მერე ვყელაფერი, მაგრამ 2 ოქროს მედალიც სერიოზული წარმატებაა და უკმაყოფილების საბაბაბი არ გვაქვს

0.064308