ჩეხეთის ქალაქ ტეპლიცეში გამართულ ევროპის თასზე ძიუდოში 17-წლამდე გოგო-ბიჭებს შორის ქართულმა დელეგაციამ სამი მედლის მოპოვება შეძლო.
ჩვენმა ნაკრებმა ყველაზე წარმატებით 66 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა, რომლის ფინალშიც პავლე ქავთარაძემ თომა თავზარაშვილი დაამარცხა.
საქართველოს მეორე ოქროს მედალი გელა ქელიხაშვილმა მოუტანა. მან 50 კგ. წონის გადამწყვეტ შეხვედრაში ავსტრიელ მეტოქეს აჯობა.







