ძიუდო

17:39 | 18.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ფინალი საფრანგეთში

13-14 დეკემბერს, საფრანგეთმა 1997-98 წლებში დაბადებულ ძიუდოისტთა შორის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. ტატამზე ორი ქართველიც გავიდა – 34 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ძმებმა ვანო და ბაგრატ ნინიაშვილებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
“ფრანგული  ტურნირისთვის კერძო სპონსორმა და დმანისის გამგეობამ დაგვაფინანსა. ტატამზე 12 ქვეყნის ძიუდოისტები გავიდნენ. ვანო და ბაგრატი კი ორგანიზატორებმა საპირისპირო ბადეებში განთესეს და მათაც, ყველა უცხოელი მოწინააღმდეგე ჩამოიცილეს და ოქროს მედლისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ დასრულდა ჰანტეიში კი მსაჯებმა ჩემპიონად ვანო გამოაცხადეს” - უთხრა “მსოფლიო სპორტს” ძიუდოისტთა მწვრთნელმა ბესიკ მუმლაძემ.
ვანო და ბაგრატ ნინიაშვილებმა წლეულს თავიანთ ასაკობრივ ჯგუფში, საქართველოს ჩემპიონატზეც გამოიჩინეს თავი – კვარცხლბეკის პირველ და მესამე საფეხურებზე ავიდნენ.

ოთარ მაღლაკელიძე


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090553