სხვა

11:12 | 11.11.2013 | ნანახია 0 - ჯერ

ქართული დაპირისპირება რუმინეთში

რუმინეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ერთმანეთს ქართველი ხელბურთელების კლუბები შეხვდნენ.

“სტიინტა ბაკაუმ” დაამარცხა “პოლიტექნიკა” ტიმიშოარა - 23:20. “ბაკაუს” კარში შოთა თევზაძე იდგა, ხოლო ვლადიმერ რუსიამ 2 გოლი გაიტანა, ისევე როგორც ტიმიშოარას მოთამაშემ, ირაკლი ჩიქოვანმა.

პირველი ტაიმი 12:12 მორჩა, შემდეგ “ბაკაუ” 17:12 დაწინაურდა და ბოლოსკენ 23:17 იგებდა. რუმინული მედია აღნიშნავს, რომ ორივე გუნდმა კარგად ითამაშა დაცვაში, პირველ ტაიმში თავი განსაკუთრებით გამოიჩინა “პოლიტექნიკას” მეკარემ ვალჩეანუმ, ხოლო მეორეში რუმინელები უკვე “ბაკაუს” მეკარეს, თევზაძეს გამოყოფენ.

რუმინეთის ჩემპიონატს 20 ქულით ლიდერობს “პოტაისა ტერდა.” 17-17 ქულა აქვთ და ორშაბათს ერთმანეთში თამაშობენ “კონსტანცა” და ბუქარესტის “დინამო” (რუმინეთში მოგებაზე 3 ქულაა, ფრეზე - 1). “სტიინტა ბაკაუ” 16 ქულით მეოთხე ადგილზეა (5 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება), “ტიმიშოარა” 12 ქულით (4 მოგება) 6-7 ადგილებს იყოფს ოდორეისთან.

მეცხრე ტურში “ბაკაუ” შინ მიიღებს “კონსტანცას,” “ტიმიშოარა” უმასპინძლებს “ოდორეის.”

ხელბურთი, რუმინეთის ჩემპიონატი, მერვე ტური 

 სტიინტა ბაკაუ - პოლი ტიმიშოარა 23:20

ბაკაუ: გრიგორაში, თევზაძე - პაუნიკა 5, ბონდარი 4, გიტა 3, და სილვა 3, იოჰანსონი 2, რუსია 2, დოსპინესკუ 2, ჩელესტინი 1, ფენიჩი 1

 პოლი:  ვალჩეანუ - ტიმოფტე 5, სანტეიუ 3, მრაკიჩი 2, ჩიქოვანი 2, დანინფელდი 2, ურსუ 2, პეტკოვიჩი 2, ალკა 2

 


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:53 | 08.10.2013
bayerni001 (17)

უდაოდ ნიჭიერი ვინმეა.

19:28 | 08.10.2013
Italiano90 (919)

მაგარია რა,ეს არსენალში მთელ არსენალს დასვამს სკამზე... რატო უნდა შეადარო ეს იმ სწორხაზოვან ვალკოტს და ჩემბერლენს,გინდადც პოდოლსკის და გრაბნი და ვიღაცეებს
ყველას 1 თავით აღემატება

19:54 | 08.10.2013
West Ham (331)

ერთით არა, ორით )))

20:01 | 08.10.2013
schalker (309)

რამდენჯერ გაქვს დრაქსლერის თამაშზე ნაყურები? ჩემბერლენი არა რუზველტი

20:11 | 08.10.2013
West Ham (331)

საკმარისად მაქვს დრაქსლერის და არსენალის თამაშებიც ნაყურები რო დასკვნები გამოვიტანო.
ჩემბერლენზე ასეთი კატეგორიული არ უნდა ვყოფილიყავი, თუმცა ჩემი აზრით ვერ ჯობია ჩემბერლენს მაინც. აი ვოლკოტზე და ოზილზე შედარება სასაცილოა ჩემი აზრით ))

13:22 | 09.10.2013
schalker (309)

თეო ძაან მაგარია რათქმაუნდა მარა რაღაცნაირად იგრძნობა რომ ბოლომდე ვერ გამოავლიანა თავისი შEსაძლებლობები და მარტო სირბილით ცდილობს ფონს გასვლას.ოზილზე ბაზარი არაა დრაქსლერს კიარა ძაან ბევრს ვერ შევადარებ ვერც მე იმიტო რო უკვე ყველაფერი იცის მოედანზე ამ კაცმა,მარა თავის დროზე შალკეში ოზილი ისეთ რამეებს ვერ აკეთებდა რასაც იმ ასაკის დრაქსლერი აკეთებს

17:10 | 08.10.2013
khedira (426)

ეს უნდა გადავიდეს ვინმე სწორ მწვრთნელთან რომ დაიხვეწოს, ეს ქაჯი კელერი ამას სწორ გზაზე ვერ დააყენებს.

15:59 | 08.10.2013
fcbayernmunich (4197)

kevindurant ვინ ყავს არსრჭენალს ამაზე ძლიერი ვინგერი, განსაკუთრებით მარცხენა ფლანგზე? პოდოლსკი??? გნაბრი? ვოლკოტი? რემზი? ოზილი (რომელიც სავარაუდოდ ფლანგზე გადავა სანტის გამოჯანმრთელების მერე, ან პირიქით) ? უძლიერესი ფეხბურთელია, გარდა ფიზიკური და ინდივიდუალური მონაცემებისა, საფეხბურთო ინტელექტიც უმაღლეს დონეზე აქვს განვითარებული. 20 წლის ბავშვი მარტო ათრევს ბუნდესლიგის N4 გუნდს, ეგ არაა პატარა საქმე.

18:42 | 08.10.2013
West Ham (331)

მაგრად ვიცინე რა )))
კაი, პოდოლსკის და გნაბრის კი ჯობია მაგრამ დანარჩენებს ვერანაირად ვერ ჯობია.
ამას ოქსლეიდ-ჩემბერლენიც სკამზე დასვამს თავისუფლად, ნებისმიერ დროს )))

14:53 | 08.10.2013
Lucky Luciano (3296)

რეალში და ბაიერნში ჩემი აზრით დაიკარგება
აი არსენალი ზედ გამოჭრილია ამისთვის, იუვენტუსიც კარგი იქნება

15:39 | 08.10.2013
kevindurant (241)

არსენალში მოუწევს სკამის ხეხვა ვის ამოაგდებს? რეალში და ბაიერნშიც არსენალი არ დახარჯავს იმ პოზიციის გასაძლიერებლად რომელზეც ძლიერი მოთამაშEები ყავს

14:51 | 08.10.2013
italiafun-juventino (12319)

ნეტა მილანმა დაითრიოს გააძლიერებთ

14:49 | 08.10.2013
კაპიტანი ტახმაგიდო (11501)

ბაიერნი იყიდის

14:47 | 08.10.2013
bvb09 (683)

არც უნდა წავიდეს, შალესთვის და დრაქსლერისთვისაც ასე აჯობებს

14:42 | 08.10.2013
schalker (309)

ზამთარში კიარა მინიმუმ 2 წელი არსად წავა

14:22 | 08.10.2013
Becks23 (1117)

ძან სერიოზული იგროკი დადგა ეს ზაფხულში ალბათ რომელიმე გრანდში გაიჩითება

0.060884