სხვა

17:54 | 28.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ბილიარდის წლის გეგმა

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, საქართველოს ბილიარდის ფედერაციის პრესკონფერენცია ჩატარდა. ჟურნალისტებს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ალექსიძე შეხვდა და მიმდინარე სეზონის მნიშვნელოვანი შიდა და საერთაშორისო ტურნირების შესახებ ესაუბრა. ასევე სტუდენტური ბილიარდის პოპულარიზაციასა და ზოგადად სპორტის ამ სახეობის განვითარებაზე საქართველოში.

ალექსიძემ აღნიშნა, რომ უახლოესი ტურნირი, რომელიც ფედერაციის კალენდარშია შეტანილი, ესაა საქართველოს ჩემპიონატი პულში, სახეობა 9-იანში, რომელიც მომავალ უქმეებზე გაიმართება. მასში მონაწილეობას ყველა უძლიერესი ქართველი მოთამაშე მიიღებს. ტურნირის შემდეგ კი საქართველოს ნაკრები 5-კაციანი შემადგენლობით ბულგარეთში გაემგზავრება და სპეციალურ ტრენინგში ჩაერთვება, რომელსაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები გაუძღვებიან.

მომავალი საერთაშორისო ტურნირებიდან კი გამოსარჩევია ბილიარდში მსოფლიო თასის გათამაშება, რომელსაც ბათუმი უმასპინძლებს და შეჯიბრებაში 17 ქვეყნის ნაკრები ითამაშებს. მათ შორის საქართველოს ნაკრებიც. უკვე დაგეგმილია საქართველოში ბილიარდის მსოფლიო კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტიც - მარცინ ქშემინსკი თბილისს სექტემბერში ეწვევა.

სეზონის შემაჯამებელ ტურნირს – საქართველოს აბსოლუტურ ჩემპიონატს კი მობილიარდეები წლის ბოლოს ჩაატარებენ.

0.122107