სხვა

14:44 | 18.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქართულ-რუსული “კომუსუბობა” ტოჩინოშინის მარცხით დასრულდა

ფუკუოკას “კოკუსაი სენთერში” მიმდინარე ნოემბრის ბაშოს მე-5 დღე ქართველი სუმოისტებისთვის ძალიან წარუმატებელი აღმოჩნდა. ქართველთაგანა პირველი დოჰიოზე გაგამარუ გავიდა და მარცხი განიცადა, რასაც კოკაისა და ტოჩინოშინის წაგებებიც მიჰყვა.
ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მძიმე (202 კგ.) სეკიტორმა თეიმურახ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ (აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა) მე-4 მარცხი მე-11 მაეგაშირა ტოკიტენკუსგან იწვნია. მონღოლმა სუმოისტმა 23 წლის ქართველი იორიტაოშით დასცა.
გაგამარუს მომდევნო მეტოქე კიდევ ერთი მონღოლი ტამავაში იქნება, რომელმაც დღეს ქართული სუმოს პიონერ კოკაის აჯობა. “მონღოლ არწივად” წოდებულმა მე-8 მაეგაშირამ “შავი ზღვა” უვატენაგეთი დაამარცხა. შედეგად, ლევანს 2 მოგება და 3 მარცხი მოუგროვდა.
ცნობისთვის, კოკაი 2010 წლის დასკვნით სუპერტურნირს აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირას ტიტულით შეხვდა, არადა, ოთხი წლის წინ კომუსუბის წოდებას ატარებდა.
ცაგურიას შემდეგი მოწინააღმდეგე “პატარა ტანკად” წოდებული იაპონელი ტაკეკაძე იქნება, რომელიც მხოლოდ 171 სმ. სიმაღლისაა. ბოლო ბაშოებზე ქართველმა და ჩია აზიელმა თითო გამარჯვება გაცვალეს. ივლისში კოკაიმ ჰატაკიკომით მოგო, სექტემბერში კი ტაკეკაძემ რევანში უვატედაშინაგეს წყალობით აიღო.
პრინციპული დაპირისპირება დათმო ქართველთაგან ყველაზე მაღალი წოდების მქონე ლევან გორგაძემ, რომელსაც სუმოს სამყაროში ტოჩინოშინის შიკონათი იცნობენ. კომუსუბთა ჯახში, ქართველი რუს არანს გადაეყარა, რომელსაც აქამდე ყველა ბრძოლა წაგებული ჰქონდა და რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, პირველი გამარჯვება სწორედ ქართველთან იზეიმა.
მეტოქეებმა მარჯვენამხრიან დგომა მიგი-იოცუში უკომპრომისო ჭიდილი გააჩაღეს და რიგრიგობით, მარცხენა გვერდიდან ჰიდარი-უვატეს დაფიქსირებას ცდილობდნენ, რაშიც უფრო მეტად არანმა იყოჩაღა. 26 წლის ვლადიკავკაზელმა 23 წლის ქართველი იორიკირით დაჯაბნა. 
ტოჩინოშინი ისევ უარყოფით ბალანსზე (2 მოგება, 3 მარცხი) გავიდა, მდგომარეობის გამოსწორებას კი მისდარი მაჩვენებლების მქონე მე-2 მაეგაშირა ამინიშიკისთან ეცდება. ქართველი გოლიათი იაპონელის წინააღმდეგ ფავორიტად მოიაზრება. მიმდინარე წელს, ტოჩინოშინიმ ამინიშიკის სამჯერ, მარტის, მაისისა და სექტემბრის ტურნირებზე აჯობა და მხოლოდ ერთხელ, ივლისის ბაშოზე წააგო.
მაკუუჩი დივიზიონში ზედიზედ 5 ბრძოლა მხოლოდ მე-16 მაეგაშირა შოტენროს აქვს მოგებული, ერთით ნაკლები გამარჯვება კი ერთბაშად 12 სეკიტორს გააჩნია, რომელთა შორის იოკოძუნა ჰაკუჰო, ოძეკები ბარუტო და კაიო და სეკივაკეები ტოჩიოძანი და კაკურიუც იმყოფებიან. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09005