ჩოგბურთი

16:12 | 23.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქართულ დერბიში ჩახნაშვილმა იმარჯვა

უზბეკეთის ქალაქ ნამანგანის 25-ათასიან ტურნირზე მე-5 ნომრად განთესილმა მაკა ჩახნაშვილმა პირველ რაუნდში დიდი ბრძოლა გადაიტანა და თანამემამულე სოფო შაფათავას 4:6, 7:6 (7:5), 6:2 სძლია.
მერვედფინალში ჩახნაშვილის მეტოქე ინდოელ ვენკატეშასა და ბელორუს იემელიანოვას შორის გამარჯვებული იქნება.
საწყის რაუნდში თათია მიქაძე ბელორუს დარია ლებეშევას გაეჯიბრება, ხოლო სოფო ქვაცაბაია რუმინელ ანა ბოგდანს დაუპირისპირდება.
ძირითად ბადეში მოხვდა ანა ჯიქიაც, რომელმაც საკვალიფიკაციო რაუნდის გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ კამილა აბდუკადიროვას 6;1, 6:4 მოუგო.
წყვილთა ტურნირში ჯიქია და იემელიანოვა უზბეკურ დუეტთან (ჩერნაია-საიდხოჯაევა) 7:6 (9:7), 4:6, 2:10 დამარცხდნენ, ხოლო ქვაცაბაიამ და უზბეკმა შაპიროვამ უკრაინელ პივენთან და რუმინელ ბოგდანთან 1:6, 4:6 წააგეს.
წარუმატებლობა შეემთხვათ მიქაძესა და ბერძენ გეორგატუსაც, რომელთაც პოლონელ კოსინსკასთან და სლოვაკ ვიენეროვასთან მატჩი 6:3, 1:6, 10:12 დათმეს.
პირველ ნომრად განთესილი ჩახნაშვილი და შაფათავა უზბეკებს აზიმოვასა და რაჰმანოვას გაეჯიბრებიან. 
არაბეთის გაერთიანებული ემირატების ქალაქ ფუჯაირაჰში დაწყებულ 10-ათასიან ტურნირში ჩაება მანანა შაფაქიძე. წყვილთა გათამაშების მერვედფინალში ქართველმა გოგონამ ავსტრალიელ ჰოპერთან ერთად ბრაზილიელ რაფულსა და სერბ საბლარევიჩს 6:1, 6:1 მოუგო.
მეოთხედფინალში შაფაქიძე და ჰოპერი უკრაინელებს – ავდიენკოსა და კაზიმოვას დაუპირისპირდებიან. ერთეულთა გათამაშების საწყის რაუნდში მე-2 ნომრად მიჩნეული ქართველის მეტოქე ჩეხი ჰაუერლანდოვა იქნება.
თურქეთის კურორტ ანთალიაში იმყოფება საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც 10-ათასიანი ტურნირის საწყის ეტაპზე მასპინძელ ჰაილუკ აკოიუნი ეთამაშება.
წყვილთა გათამაშების სადებიუტო შეხვედრაში ბასილაშვილმა და რუსმა ლობკოვამ იმავე აკოიუნთანა და კიდევ ერთ თურქ ზორლუსთან 5:7, 7:5, 6:10 წააგეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.17197