სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 500 ათასი დოლარი) წყვილთა გათამაშებაში პირველი გამარჯვება იზეიმა ოქსანა კალაშნიკოვას და რენატა ვორაცოვას დუეტმა.
ქართველმა და ჩეხმა ჩოგბურთელებმა რუმინელი ანა ბოგდანი და გერმანელი ანა-ლენა ფრიედსამი 6:3, 7:6 (7:4) დაამარცხეს და მეოთხედფინალში გააღწიეს, რისთვისაც 60-60 სარეიტინგო ქულა მიიღეს.
მომდევნო წრეში კალაშნიკოვა და ვორაცოვა ტაივანელებს – ჩინ-ვეი ჩანსა და ჩიე-იუ ჰსუს ეთამაშებიან, რომელთაც ებრაელ იულია გლუშკოს და ავსტრალიელი ოლივია როგოვსკას 6:2, 4:6, 10:5 მოუგეს.