ზვიად ქანთარიამ, რომელიც ბრესტის “დინამოს” შემადგენლობაში თურქეთში ემზადება, ბელარუსულ გუნდში პირველი გოლი გაიტანა.
ბრესტელებმა ამხანაგურ მატჩში უკრაინის პირველი ლიგის დონეცკის “ოლიმპიკი” 2:1 დაამარცხეს და ერთი გოლი საკუთარ ანგარიშზე ქართველმა თავდამსხმელმა ჩაიწერა. ქანთარია სასტარტოში იყო და 34-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა, ანგარიში გაათანაბრა. ის მე-60 წუთზე შეცვალეს. აქვე გეტყვით, რომ ჯერ ქანთარიას ოფიციალურად კლუბთან კონტრაქტი არ გაუფორმებია.
განვლილ მატჩში, ბრესტის რიგებში არ უთამაშია კიდევ ერთ ქართველ ფორვარდს უჩა გოგოლაძეს.







