ჭადრაკი

12:16 | 10.08.2014 | ნანახია NaN - ჯერ

ქალებმა სერბები დაამარცხეს!

ტრომსოში მიმდინარე რიგით 41-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მეშვიდე ტურში ქართველმა ქალებმა დამაჯერებლად (3:1) დაამარცხეს სერბეთის გუნდი და 11.0 ქულით მეექვსე ადგილზე გადაინაცვლეს.

მომდევნო ტურში მათი მეტოქე უკრაინის უძლიერესი გუნდი იქნება. ისიც ვთქვათ, რომ შეჯიბრს უდანაკარგოდ ანუ 14 ქულით რუსები ლიდერობენ.

დასანანი მარცხი (1:3) განიცადეს ქართველმა ვაჟებმა ფრანგ დიდოსტატებთან შეხვედრაში და მერვე ტურში ყაზახებს შეხვდებიან. ამჟამად, ქართველებს 9.0 ქულით 36-ე პოზიცია უკავიათ. 13 ქულით ვაჟთა ტურნირში აზერბაიჯანი დაწინაურდა.

 

ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები:

ქალთა გუნდი:

ძაგნიძე – 5 (6)

ხოტენაშვილი – 5 (6)

ჯავახიშვილი – 2.5 (4)

მელია – 4.5 (7)

ბაციაშვილი – 3 (5)

 

ვაჟები:

ჯობავა – 4.5 (7)

მჭედლიშვილი – 2.5 (6)

ფანცულაია – 5 (6)

ნიგალიძე – 3.5 (6)

შანავა – 1.5 (3)

0.121547