ფეხბურთი

23:59 | 12.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ქალაქელები” რევანშის აღებას ეცდებიან

პრემიერლიგის მე-4 ტური დიდი ჯახით იხსენება. საფეხბურთო სამყაროს ყურადღება “ემირეითს სთედიუმისკენ” იქნება მიპყრობილი, სადაც “არსენალი” “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდება. ამავე დღეს შედგება ლიდერების, “ჩელსისა” და “სუონსის” შეხვედრა. ორივე კლუბი ამ დროისთვის უდანაკარგოდ არის მოქცეული გათამაშების სათავეში.


გთავაზობთ პრემიერლიგის მე-4 ტურის პრევიუს.  



არსენალი – მანჩესტერ სიტი

დრო:
13 სექტემბერი, 15:45 წთ.
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-4 ტური
სტადიონი: “ემირათს სთედიუმი”

პრემიერლიგის მე-4 ტური ცენტრალური შეხვედრით დაიწყება – “ემირათს სთედიუმზე” “არსენალი” “მანჩესტერ სიტის” მიიღებს. ამ სეზონში, კლუბებმა ერთმანეთში თამაში უკვე მოასწრეს – ინგლისის სუპერთასზე “მეთოფეებმა” 3:0 გაანადგურეს მეტოქე.
დღევანდელი შეხვედრის მსგავსი სცენარით წარმართვა ნაკლებადაა მოსალოდნელი. კლუბებმა პრემიერლიგა დაახლოებით ერთნაირად დაიწყეს: ლონდონელებს 6 ქულა აქვთ, მანჩესტერელებს – 5. დღევანდელი შეხვედრისთვის ლონდონელებს აარონ რემსი, თეო უოლკოტი და ოლივიე ჟირუ ვერ დაეხმარებათ, სამაგიეროდ, ლონდონელთა რიგებში დებიუტი ექნება დანი უელბეკს, რომელიც სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს დაიმატა “არსენალმა”. სტუმრები სტევან იოვეტიჩსა და ფერნანდოს მოისაკლისებენ.

სავარაუდო შემადგენლობები

არსენალი: შესნი, დებუში, მერტესაკერი, კოშელნი, მონრეალი, არტეტა, ფლამინი, კასორლა, ოზილი, სანჩესი, უელბეკი.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

სიტი: ჰარტი, სანია, კომპანი, დემიჩელისი, კოლაროვი, ტურე, ფერნანდინიო, ნასრი, სილვა, აგუერო, ჯეკო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი


ჩელსი – სუონსი

დრო: 13 სექტემბერი, 18:00 სთ.
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-4 ტური
სტადიონი: “სტემფორ ბრიჯი”

“სტემფორდ ბრიჯზე” ერთმანეთს უდანაკარგო კლუბები დაუპირისპირდებიან. ლონდონელები გასულ სატრანსფერო პერიოდში ძალიან გაძლიერდნენ და ეს შედეგი ლოგიკურიცაა, რასაც ვერ ვიტყვი “სუონსიზე”. Uელსურმა კლუბმა, საწყისი სამი ტური დიდებულად ჩაატარა და 9 ქულით 1-2 ადგილს იყოფს “ჩელსისთან”.
აღსანიშნავია, რომ თვის საუკეთესო ფეხბურთელი, “ჩელსის” ფორვარდი დიეგო კოშტა გახდა, ხოლო მწვრთნელი გარი მონკი, რომელიც “გედების” თავკაცია.
“არისტოკრატებს” დღევანდელ მატჩში არავინ დააკლდება, ხოლო სტუმრებს ემნესი, დონელი და ბრიტონი დააკლდებიან. შესაძლოა, ძირითადში არ იყოს ვილფრიდ ბონი, რომელიც სანაკრებო მატჩების შემდგომ, გვიან შეუერთდა კლუბს.


სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი:
კურტუა, აზპილიკუეტა, ივანოვიჩი, ტერი, კეჰილი, მატიჩი, ფაბრეგასი, აზარი, შურლე, ვილიანი, კოშტა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

სუონსი: ფაბიანსკი, რანხელი, ვილიამსი, ამატი, ტეილორი, შელვი, კი, დაიერი, სიგურდსონი, რუტლიჯი, გომისი.
მწვრთნელი: გარი მონკი
 
კრისტალ პალასი – ბარნლი

დრო: 13 სექტემბერი, 18:00 სთ.
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-4 ტური
სტადიონი: “შელჰარსთ პარკი”

კლუბებს ერთნაირი, ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდათ – 2 ფრე და 1 წაგება ასეთია მათი შედეგები. ორივემ ქულა გასულ ტურში მოიპოვა – “კრისტალ პალასმა” 95-ე წუთზე გამოგლიჯა “ნიუკასლს” ქულა, ხოლო “ბარნლიმ” “მანჩესტერ იუნაიტედს” არ მოაგებინა. “არწივების” ახალი თავკაცი ნილ უორნოკი, ნელ-ნელა ალაგებს გუნდს და დღეს საკუთარ მოედანზე პირველი 3 ქულის მოპოვებას ეცდება. მასპინძლები მარუან შამახს მოისაკლისებენ, ხოლო სტუმრები დუმიგანსა და ვოკსს.

სავარაუდო შემადგენლობები

კრისტალ პალასი: სპერონი, კელი, დანი, მარიაპა, ფრიერსი, ბოლასი, იედინაკი, მაკარტური, პანჩონი, ზაჰა, გაილი.
მწვრთნელი: ნილ უორნოკი

ბარნლი: ჰიტონი, ტრაიპერი, შაკელი, დაფი, მი, არფილდი, ჯონსი, მარნი, ტეილორი, ბოიდი, ინგსი.
მწვრთნელი: სეან რიჩი
 
საუთჰემპტონი – ნიუკასლი

დრო: 13 სექტემბერი, 18:00 სთ.
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-4 ტური
სტადიონი: “სენტ მერი’ს სთედიუმი”

გასულ ტურში, რონალდ კუმანის გუნდმა პირველი სამი ქულა მოიპოვა. “წმინდანებმა” გასვლაზე “ვესტ ჰემი” დაამარცხეს (3:1) და ახლა იმავეს გაკეთებას შინ, “ნიუკასლთან” გეგმავენ, რომელსაც ჯერჯერობით გამარჯვება არ მოუპოვებია. წინა ტურში, ალან პარდიუს კლუბი ამასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ყურადღება მოადუნეს და ვილფრიდ ზაჰამ 2 ქულა წაართვა “კაჭკაჭებს”.
“საუთჰემპტონის” რიგებში სასიხარული სიახლე ისაა, რომ წინა ტურის შემდგომ, კლუბმა ტობი ალდერვეირელდი დაიმატა და დაცვაში არსებულ პრობლემებს ბოლო უნდა მოეღოს. დღეს “წმინდანებს” ისგროვი, გალეგერი და ჯეი როდრიგესი ვერ დაეხმარებიან, ხოლო სტუმრებს აარონსი, სანტონი, ტეილორი, დე იონგი და სისე არ ეყოლებათ.

სავარაუდო შემადგენლობები

საუთჰემპტონი: ფორსტერი, კლაინი, ალდერვეირელდი, ბერტრანი, ფონტე, დევისი, უარდ-პროუსი, შნეიდერლენი, მეინი, ტადიჩი, პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

ნიუკასლი: კრული, ჯანმაატი, ჰაიდარა, უილიამსონი, კოლოჩინი, ანიტა, კოლბეკი, სისოკო, გუფრანი, კაბელია, რივიერი.
მწვრთნელი: ალან პარდიუ

სტოკი – ლესტერი

დრო: 13 სექტემბერი, 18:00 სთ.
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-4 ტური
სტადიონი: “ბრიტანია სთედიუმი”

უცნაურად დაიწყო სეზონი “სტოკ სიტიმ”. მარკ ჰიუზის კლუბმა, პირველ ტურში შინ “ასტონ ვილასთან” იწვნია მარცხი, შემდგომ თითქმის მთელი მატჩის მანძილზე კაცნაკლულ “ჰალთან” ძვლივს გამორჩა ქულას, რასაც სენსაციური გამარჯვება მოჰყვა – “სტოკმა” გასვლაზე “მანჩესტერ სიტი” დაამარცხა.
ძალიან რთული სტარტი ჰქონდა “ლესტერს”. პრემიერლიგაში დაბრუნებული კლუბი “ევერტონს”, “ჩელსისა” და “არსენალს” შეხვდა, საიდანაც, მხოლოდ “არისტოკრატებთან” წააგო გასვლაზე. დღევანდელ შეხვედრაში მასპინძელთაგან მონაწილეობას ოდემვინგე და ასაიდი ვერ მიიღებენ, ხოლო “მელიებს” მეთიუ აპსონი დააკლდებათ.  

სავარაუდო შემადგენლობები

სტოკი: ბეგოვიჩი, ბერდსლი, უილსონი, შოუკროსი, პიტერსი, ნ’ზონზი, ველანი, მოზესი, კრკიჩი, უოლტერსი, დიუფი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

ლესტერი: შმეიხელი, მორგანი, დე ლაეტი, მური, კონჩესკი, მაჰრეზი, კამბიასო, კინგი, შლუპი, ნუჯენტი, ულოა.
მწვრთნელი: ნაიჯელ პერსონი


სანდერლენდი – ტოტენჰემი

დრო: 13 სექტემბერი, 18:00 სთ.
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-4 ტური
სტადიონი: “სთედიუმ ოფ ლაითი”

გასულ ტურში კლუბები უქულოდ დარჩნენ. “შავმა კატებმა” “ქუინზ პარკ რეინჯერსთან” წააგეს გასვლაზე, ხოლო “მამლები” შინ განადგურდნენ “ლივერპულთან”. გასული ტურის შემდგომ, ორივე კლუბის რიგებში კარგი ამბებია. “სანდერლენდმა” რიკი ალვარესის დამატება მოახერხა, ხოლო სტუმრებმა სტამბული გაიფორმეს. დღეს “ტოტენჰემის” რიგებში დებიუტი ექნება კიდევ ერთ ახალწვეულს – ფედერიკო ფასიოს, რომელიც უხეიროდ მოთამაშე იოანეს ქაბულს შეცვლის. მასპინძლებს ტრავმირებული არ ყავთ, ხოლო სტუმრებს სოლდადოსა და უოლკერის იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

სავარაუდო შემადგენლობები

სანდერლენდი: მანონე, ვერჯინი, ოში, ბრაუნი, ვან აანჰოლტი, ლარსონი, კატერმოლი, როდუელი, ჯონსონი, ბაკლი, ვიკჰემი.
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი”

ტოტენჰემი: ლორისი, დაიერი, ფასიო, ვერტონგენი, როუზი, ბენტალები, კაპუე, ჩადლი, ერიკსენი, ლამელა, ადებაიორი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო


ვესტ ბრომვიჩი – ევერტონი

დრო: 13 სექტემბერი, 18:00 სთ.
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-4 ტური
სტადიონი: “ჰაუტორნსი”

სამი შეხვედრის შემდეგ, “ვესტ ბრომვიჩი” კვლავ მოუგებელია. გასულ ტურში, ალან ირვინის კლუბი “ლიბერთი სთედიუმზე” “სუონსისთან” განადგურდა (0:3). “ალბიონის” მსგავსად, სამბურთიანი სხვაობით წააგო “ევერტონმაც” “ჩელსისთან” (3:6) და მარტინესის კლუბსაც ორი ქულა აქვს.
დღევანდელ შეხვედრაში ფავორიტებად მაინც სტუმრები ითვლებიან, რომლებიც ყველაფერს იზამენ პირველი გამარჯვების მოსაპოვებლად. მათ, ამის გაკეთებაში ეტო’ო, ოსმანი, ოვიედო, კონე და ბარკლი ვერ დაეხმარებათ, მასპინძლებს – მულუმბუ და ანიჩებე. 

სავარაუდო შემადგენლობები

ვესტ ბრომვიჩი: ფოსტერი, უისდომი, მაკლი, ოლსონი, დევიდსონი, ბრანტი, მულუმბუ, ბერაჰიმო, გარდნერი, სესენიონი, ლდაიე.
მწვრთნელი: ალან ირვინი

ევერტონი: ჰოვარდი, კოულმენი, ბეინსი, იაგიელკა, დისტინი, ბერი, მაკკარტი, მირალაში, მაკგიდი, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

 

ლივერპული – ასტონ ვილა

დრო: 13 სექტემბერი, 20:30 წთ.
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-4 ტური
სტადიონი: “ენფილდ როუდი”

საინტერესო შეხვედრა შედგება “ენფილდ როუდზე”, სადაც “ლივერპული” “ასტონ ვილას” უმასპინძლებს. ბოლო პერიოდში “ლივერპულს” შინ ბირმინგემულ კლუბთან თამაში უჭირს, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს. ბოლო სამი სეზონია, მერსესაიდულ გრანდს “ენფილდზე” დღევანდელი მეტოქე არ დაუმარცხებია – 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა, 1 სტუმართა გამარჯვებით. კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტი ისაა, რომ “ენფილდზე” ალი სისოკო ბრუნდება, რომელმაც გასული სეზონი “ლივერპულში” ჩაატარა. რაც შეეხება კლუბების სტარტს, “ლივერპულს” 6 ქულა აქვს, ხოლო “ასტონ ვილას” 7. გასულ ტურში, “წითლებმა” “ტოტენჰემი” გაანადგურეს, ხოლო ბირმინგემელებმა “ჰალი” დაამარცხეს.
დღევანდელ შეხვედრაში, მასპინძლებს შკრტელი, ჯონსონი, სტარიჯი და ჩანი დააკლდებათ, ხოლო სტუმრებს ბენტეკე და კოზაკი.

სავარაუდო შემადგენლობები

ლივერპული: მინოლე, ლოვრენი, სახო, მორენო, მანკილიო, ჯერარდი, ალენი, ჰენდერსონი, ლალანა, სტერლინგი, ბალოტელი.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

ასტონ ვილა: გუზანი, ჰატონი, სისოკო, ვლაარი, სენდეროსი, დელფი, სანჩესი, რიჩარდსონი, კლევერლი, ვეიმანი, აგბონლაჰორი.
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი

მანჩესტერ იუნაიტედი – ქპრ

დრო: 14 სექტემბერი, 19:00 სთ.
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-4 ტური
სტადიონი: “ოლდ ტრაფორდი”

“მანჩესტერმა” ჩემპიონატი უხეიროდ რომ დაიწყო, ყველასთვის ნათელია, მაგრამ წინა ტურში “ბარნლისთან” უგოლო ფრის შემდგომ, კლუბში დადებითი ცვლილებები მოხდა.
ვან ვაალმა გაუშვა ის მოთამაშეები, რომლებიც მის გეგმებში არ შედიოდნენ: კლევერლი, კაგავა, უელბეკი, ჩიჩარიტო. სანაცვლოდ კი, ბლინდი და რადამელ ფალკაო დაიმატა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ “იუნაიტედს” სუპერშეტევა ჰყავს. იმ შემთხვევაში, თუ ვან გაალის კლუბმა კიდევ ერთხელ წაიბორძიკა, სერიოზული კრიტიკა არ აცდებათ ჰოლანდიელსა და მის გუნდს. “მანჩესტერს” სმოლინგი, რაფაელი, ლინგარდი, შოუ და კერიკი დააკლდებიან.
ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, ქპრ-მ გასულ ტურში “სანდერლენდის” დამარცხება (1:0) მოახერხა. ლოიკ რემის სახით, კლუბმა დიდი ძალა დაკარგა სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს, სანაცვლოდ რედნაპმა ნახევარდაცვაში სანდროს დამატება მოახერხა, ხოლო ფრანგ ფორვარდს ედუარდო ვარგასი შეცვლის. ტრავმის გამო, ლონდონელებს ფორლინი ვერ დაეხმარებათ.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერი: დე ხეა, ჯონსი, ევანსი, როხო, ბლინდი, დი მარია, მატა, ერერა, ფალკაო, რუნი, ვან პერსი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

ქპრ: გრინი, ფერდინანდი, ჰილი, კოლკერი, ისლა, ფილიპსი, ჰოილეტი, ფერი, მუტჩი, ბარტონი, აუსტინი.
მწვრთნელი: ჰარი რედნაპი

ჰალი – ვესტ ჰემი

დრო:
15 სექტემბერი, 23:00 სთ.
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-4 ტური
სტადიონი: “კინგსტონ სთედიუმი”

პრემიერლიგაში “ჰალს” ნორმალური სტარტი გამოუვიდა. სამ ტურში ოთხი ქულა, სტივ ბრიუსის გუნდისთვის ურიგო შედეგი არაა, თუმცა “ვეფხვები” ევროპის ლიგაზე ბელგიურ “ლოკერენთან” შერცხვნენ და ევროტურნირზე ასპარეზობის ისტორიული შანსი გაუშვეს ხელიდან, რაც დასანანია, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს “ჰალმა” ჰატემ ბენ არფა, გასტონ რამირესი, აბელ ერნანდესი და მოჰამედ დიამე დაიმატა, რითაც ძალიან გაძლიერდა. მასპინძლებს ორშაბათს რობერტ სნოდგრასი არ ეყოლებათ, რომელიც 6 თვე იუქმებს.
“ვესტ ჰემმა” შინ ორივე შეხვედრა წააგო, ხოლო გასვლაზე “კრისტალ პალასი” დაამარცხა. სემი ელარდაისის გუნდს სიურპრიზების შემოთავაზება “კინგსტონ სთედიუმზეც” შეუძლია. “ჩაქუჩები” ნოლანსა და კეროლს მოისაკლისებენ. 



ირაკლი ალიმბარაშვილი

0.117038