ფეხბურთი

18:51 | 12.07.2013 | ნანახია NaN - ჯერ

“ქაირათმა” ყაზახეთში პირველი ოფიციალური საკლუბო მაღაზია გახსნა

მაღაზია ალმათიში, ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე მდებარეობს და იქ გულშემატკივრებისთვის ექსკლუზიური ატრიბუტიკა იყიდება: “ქაირათის” სათამაშო და სავარჯიშო ფორმა, ბურთები, წინდები, შარფები, კეპები, დროშები, ვიმპელები და ა.შ

მსურველებს თერმოწარწერის სერვისის მეშვეობით იქვე შეუძლიათ მაისურზე ნომერი და მოთამაშის ან საკუთარი გვარი წააწერონ. ეს ყველაფერი შესაძლებელი გამხდარა ოფიციალური სპონსორის - ”ნაიკისა” და პარტნიორი კომპანიის “ზენიტ ტრეიდის” დახმარებით – გვამცნობს “სპორტ-ექსპრესი”.

“ოფიციალური მაღაზიის გახსნა კიდევ ერთი საჩუქარია ჩვენი გულშემატკივრებისთვის, - ამბობს “ქაირათის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ქაირათ ბორანბაევი, - ქომაგებს შეეძლებათ უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიღება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ალმათიში გულშემატკივრობის კულტურა დავხვეწოთ. აუცილებელია, ქომაგები ამაყობდნენ თავისი გუნდით”.

მსოფლიო გრანდებს თავი რომ დავანებოთ, უკვე ევროპაში ნაკლებად ცნობილი კლუბებიც კი ცდილობენ, მენეჯმენტი გააუმჯობესონ და მეტ-ნაკლებად ცივილიზებულად იარსებონ. ჩვენთან კი…თბილისის “დინამომ” შარშან თითქოს სცადა ოფიციალური მაღაზიის გახსნა. გარკვეული ატრიბუტიკა იყიდება, მაგრამ ეს ის არ არის, რაც გულშემატკივარს სჭირდება. სხვა კლუბებზე არაფერს ვიტყვით.

 


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:28 | 26.08.2016
nyc (93)

დასასვენებლადაა ჩასული და სელფებს იღებს სტადიონზე მუშაობაში ჩამეთვლებაო...

19:19 | 26.08.2016
ika-man08 (81)

სვანეთშიც ასულიყავით ამ დაბლობში ხო ააყვავეთ ფეხბურთიიიიი

0.172839