ჭიდაობა

16:07 | 3.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქაჯაია ოქროს მიუახლოვდა, ქობლიაშვილი - ბრინჯაოს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების მძიმეწონოსანმა იაკობ ქაჯაიამ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სამი შეხვედრა მოიგო და ჩემპიონის ტიტულს ერთადერთი გამარჯვება აშორებს. 84 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე რობერტ ქობლიაშვილი კი რეპეშაჟის ფინალშია.

დღესვე საქმეში ედნარ შავაძე (55 კგ) და ფირუზ წულუკიძეც (66 კგ) ჩაერთვნენ, მაგრამ საწყის ეტაპზევე დამარცხდნენ.

ფინალში ქაჯაია ლიტველ მონტას კნისტაუტასს დაეჭიდება. ქობლიაშვილის მეტოქე კი რუსეთის ნაკრების წევრი ილია გუდიევი იქნება.

 

0.119148