სხვა

17:36 | 8.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

პუტინის და მედვედევის პოზიციით უკმაყოფილო პრეზიდენტი

მოსკოვში 10-18 აგვისტოს მძლეოსნობაში მსოფლიოს მორიგი ჩემპიონატი ჩატარდება. მძლეოსნობის საერთაშორისო ასოციაციათა (IAAF) პრეზიდენტი ლამინე დიაკი ორგანიზატორთა გარჯით უკმაყოფილოა.

“როდესაც მოსკოვში გახლდით, ტელევიზორს მძლეოსანთა მსოფლიოს პირველობის რეკლამის ნახვის იმედით ამაოდ ველოდი. ძირითადად ყაზანის უნივერსიადაზე საუბრობდნენ. შემდეგ ყაზანს ვესტუმრე და თათრეთის დედაქალაქში მხოლოდ უნივერსიადას და სოჭის ოლიმპიადას ახსენებდნენ. იგივეს იმეორებდნენ რუსეთის პირველი პირები პუტინი და მედვედევი. ამით მძლეოსანთა ფორუმს ზიანი ადგება”, - აცხადებს დიაკი.

აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ მძლეოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი მოსკოვის “ლუჟნიკზე” გაიმართება და ასპარეზობათა მსვლელობისას ამ სპორტული არენის ტევადობა 50 ათასამდე შემცირდება, რადგანაც რამდენიმე სექტორი ბენერებით დაიფარება. მოსკოვის მერი კი ირწმუნება, რომ უკვე 23 ათასი ბილეთია გაყიდული.

თეგებიმძლეოსნობა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113371