ფეხბურთი

15:11 | 13.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

პულისს შამახის იმედი აქვს

“კრისტალ პალასის’’ მთავარმა მწვრთნელმა ტონი პულისმა ,,ჩელსისთან’’ გასამართი შეხვედრის წინ, პრესკონფერენციაზე მარუან შამახის შესახებ ისაუბრა.

,,თუ მარუანი მომავალ 20 შეხვედრაში 10 გოლის გატანას მოახერხებს, ვფიქრობ ძალიან კარგი შედეგი იქნება, თუმცა რა თქმა უნდა ამის გაკეთება ძალიან რთულია, ამისთვის დიდი ძალისხმევის გაღებაა საჭირო.’’

,,მან ძალიან კარგად იცის, თუ რა ევალება მოედანზე, ამიტომ მისთვის ბევრი ახსნა-განმარტებისა და რჩევის მიღება არ  დამჭირდა. ასე რომ, ვიმედოვნებ, მისი თამაში მნიშვნელოვან როლს შეიტანს ჩვენი მთავარი მიზნის მიღწევაში, რაც პრემიერლიგაში დარჩენს გულისხმობს.’’_განაცხადა პულისმა.

შეგახსენებთ, შამახმა ბოლო ორ მატჩში ორი გოლის გატანა მოახერხა, ერთ შემთხვევაში  მისი გოლით გუნდმა სამი ქულა მოიპოვა - ,,ვესტ ჰემთან’’ შეხვედრაში, ხოლო უკანასკნელ ტურში ,,კარდიფს’’ გაუტანა, მათ შამახისა და კამერონ ჯერომის გოლებით უელსური კლუბი დაამარცხეს.

“კრისტალ პალასის’’ მთავარმა მწვრთნელმა ასევე ისაუბრა ,,ჩელსისთან’’ დაპირისპირებაზე.

,,კარგად მოგვეხსენება ,,ჩელსის’’ ფეხბურთელთა შესაძლებლობების შესახებ, თუმცა ჩვენ უნდა გავიდეთ მინდორზე და ყოველგვარი ნერვიულობისა და დაძაბულობის გარეშე შევეცადოთ საუკეთესო თვისებების გამოვლენას’’_დაასრულა პულისმა.

პულისი სულ ახლახანს ჩაუდგა სათავეში “კრისტალ პალასს’’. მისი დებიუტი გასული თვის მიწურულს შედგა ,,ნორვიჩთან’’, იმ შეხვედრაში მისი გუნდი დამარცხდა, თუმცა შემდეგ ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვა.

დიმიტრი შარიქაძე

0.142058