ფეხბურთი

19:33 | 22.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

პუიოლს, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად, მეტი სათამაშო დრო სჭირდება

“ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალურ მცველს, კარლეს პუიოლს, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად, მეტი სათამაშო დრო სჭირდება. ამ განცხადებას “ფურია როხას” მთავარი მწვრთნელის, ვისენტე დელ ბოსკეს თანაშემწე ხოსე ანტონიო გრანდე აკეთებს.

“პუიოლს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის შანსი ჯერ არ დაუკარგავს, რადგან წინ კიდევ 3 თვეა, მაგრამ მას ბრაზილიაში წასვლა გაუჭირდება. კარლესს მეტი სათამაშო დრო და მნიშვნელოვან მატჩებში მონაწილეობა სჭირდება.” – ციტირებს გრანდეს სიტყვებს Globo Esporte.

კარლეს პუიოლმა, მიმდინარე სეზონში, 11 თამაში ჩაატარა, აქედან ლა ლიგაში მხოლოდ 4. ტატა მარტინო მას, ძირითად, სამეფო თასზე იყენებს.

0.115296