მას შემდეგ, რაც კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანმა კარლეს პუიოლმა სეზონის ბოლოს პენსიაზე გასვლა გადაწყვიტა, ევროპულ მედიასაშუალებებში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. Football Italia-ს ცნობით, 35 წლის ესპანელს წინადადებები “მილანისგან” და რამდენიმე ყატარული კლუბისგან ექნება.
თავის, მხრივ პუიოლს არაერთხელ უთქვამს, რომ “მილანისადმი” სიმპათიებითაა განწყობილი. მისი განცხადებით, “ბარსელონას” გარდა, მხოლოდ “როსონერიში” ისურვებდა თამაშს.
სამშაბათს ჩატარებულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე, პუიოლმა განაცხადა, რომ არაა გამორიცხული, კარიერის დასრულება გადაიფიქროს. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ესპანელი “ბარსელონას” ღირსებას აღარ დაიცავს, მაგრამ კლუბს შეიცვლის თუ ბუცებს ლურსმანზე დაკიდებს, ჯერჯერობით, უცნობია.