ფეხბურთი

17:44 | 15.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

პუიოლმა კარიერა ოფიციალურად დაასრულა

 

“ბარსელონას” კაპიტანმა კარლეს პუიოლმა პრესკონფერენცია ჩაატარა, რომელზეც კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

პუიოლი, რომელიც “ბარსას” საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია, პირველ გუნდში 1999-2000 წლების სეზონიდან გამოდიოდა და ამ ხნის განმავლობაში 593 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 18 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში მუხლის ტრავმის გამო მან კატალონიელთა მაისური მხოლოდ 12-ჯერ მოირგო.

“შემდეგ რა იქნება? პირველ ყოვლისა, მუხლის ტრავმა უნდა მოვირჩინო. როდესაც გუნდიდან გიშვებენ, ჯერ უნდა დარწმუნდე, რომ ბოლომდე იხარჯებოდი. მწვრთნელობაზე არ ვფიქრობ. შესაძლოა, აზრი შევიცვალო, მაგრამ ახლა სხვა საქმით მინდა დავკავდე. შაბათს, “ატლეტიკოსთან” არ ვითამაშებ. მწვრთნელები ყოველთვის მხარს მიჭერდნენ, მაგრამ ახლა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ, ხოლო მე განაცხადშიც არ ვიქნები. ჩვენ ჩემპიონობისთვის უნდა ვიბრძოლოთ მარტინოსთვის, რომელიც ტიტულის მოგებას იმსახურებს” – იუწყება “ბარსელონას” ოფიციალური ტვიტერი პუიოლის სიტყვებს.

0.11638