კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანი კარლეს პუიოლი გუნდს ოქტომბრამდე ვერ დაეხმარება. აღნიშნულ ინფორმაციას მადრიდული AS-ი ავრცელებს.
“ბარსას” მთავარ მწვრთნელს, ხერარდო მარტინოს იმედი ჰქონდა, რომ 35 წლის უკანახაზელი სექტემბრის შუაში “სევილიას” წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე გამოჯანმრთელდებოდა, მაგრამ როგორც ირკვევა, კატალონიელთა კაპიტანი მოედანს მომდევნო თვის დასაწყისამდე ვერ დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში ტრავმებისგან დატანჯული პუიოლი მარტის შემდეგ უთამაშებელია.