ფეხბურთი

17:33 | 15.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

პუიოლი წასვლაზე დაფიქრდა

შესაძლოა, ხშირი ტრავმიანობის გამო, კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანმა კარლეს პუიოლმა საფეხბურთო კარიერა ნაადრევად დაასრულოს. El Mundo Deportivo-ს ცნობით, 36 წლის ესპანელი გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს.

მოგეხსენებათ, პუიოლს მუხლის ქრონიკული ტრავმა აქვს და სასურველ ფორმაში ჩადგომას ვერაფრით ახერხებს. ამის გამო, მოედანზე სათანადოდ ვერ ირჯება და კრიტიკის მსხვერპლიც ხშირად ხდება.

ესპანური პრესის ვარაუდით, სეზონის ბოლოს, პუიოლი ან კარიერას დაასრულებს, ან რომელიმე არასაფეხბურთო ქვეყანაში განაგრძობს კარიერას.

 

0.11524