კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანი კარლეს პუიოლი “მანჩესტერ სიტისთან” ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გასამართი მატჩის წინ აცხადებს, რომ მისი გუნდი ამ დაპირისპირებას კარგ ფორმაში ხვდება.
“მოგვიწევს დავუპირისპირდეთ ძალიან ძლიერ მეტოქეს, რომლის რიგებშიც საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ. თუმცა, “სიტისთან” მატჩს კარგ ფორმაში ვხვდებით. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე, გუნდები თანაბარი ძალის არიან.” – აცხადებს პუიოლი “რაიოსთან” 6:0 მოგებული თამაშის შემდეგ.