კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანი კარლეს პუიოლი უახლოეს პერიოდში სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს. ესპანელი ჟურნალისტების მტკიცებით, 35 წლის უკანახაზელი საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ განცხადების გაკეთებას გეგმავს.
“ბარსელონას” “ტვიტერის” გვერდმა დაადასტურა, რომ პუიოლის პრესკონფერენცია ნამდვილად ჩატარდება.
ესპანურ მედიასაშუალებებს თუ დავუჯერებთ, ტრავმებით გატანჯული ვეტერანი სეზონს ჩაამთავრებს და ბუცებს ლურსმანზე დაკიდებს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მიმდინარე სეზონში, პუიოლმა მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა.