ფეხბურთი

10:59 | 13.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

პუიოლი მალე დაბრუნდება

კატალონიური “ბარსელონას” კაპიტანმა კარლეს პუიოლმა, გულშემატკივრები “თვითერის” მეშვეობით დაამშვიდა და განაცხადა, რომ სულ მალე, სრულფასოვან ვარჯიშს შეუდგება, მერე კი მოედანზეც დაბრუნდება.

ხუთშაბათის ვარჯიშზე, 35 წლის ფეხბურთელი დიდ დატვირთვებზე გადავიდა, თუმცა, ჯერ კიდევ ინდივიდუალური პროგრამით ემზადება და გუნდს სულ მალე შეუერთდება.

“კიდევ ცოტა დარჩა! ჩემი მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია, ხვალ კი, შესაძლოა, დიდი დღე გაგვითენდეს”, - დაწერა პუიოლმა.

მიუხედავად ამისა, ხერარდო მარტინო პუიოლის ჯანმრთელობის მდგომარეობით გარისკვას არ აპირებს და ვადაზე ადრე მოედანზე არ გაიყვანს. შეგახსენებთ, რომ კარლესმა ზაფხულში მუხლის ოპერაცია გაიკეთა.

0.114272