კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანი კარლეს პუიოლი საფეხბურთო კარიერაში თავის უკანასკნელ “ელ კლასიკოს” ჯანმრთელობის პრობლემების გამო გამოტოვებს. ამის შესახებ ესპანური პრესა იუწყება.
36 წლის ესპანელს კვლავ მუხლი აწუხებს და მოედანზე გასვლას ვერ ახერხებს. ამ პრობლემის გამო, პუიოლმა ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 5 მატჩის ჩატარება მოახერხა. მოურჩენელმა ტრავმამ კატალონიელთა კაპიტანს სეზონის ბოლოს კარიერის დასრულება გადააწყვეტინა.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” მადრიდის “რეალს” კვირას დაუპირისპირდება.