ლა ლიგის მე-15 ტურში, “ბილბაოსთან” გასამართ მატჩში, “ბარსელონას” გუნდის კაპიტანი, კარლეს პუიოლი ვერ დაეხმარება. ამის მიზეზი მუხლის ტრავმაა.
“ბარსას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, პუიოლმა, დღეს, ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა და თავის დაზღვევის მიზნით, ტატა მარტინომ ის ხვალინდელი მატჩის განაცხადში არ შეიყვანა.
კატალონიური გუნდის განაცხადს დაუბრუნდა ადრიანო, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე, “აიაქსის” წინააღმდეგ ვერ ითამაშა.
ბოლომდე გამოჯანმრთელება ვერ მოასწრეს ხორდი ალბამ, დანი ალვესმა და კრისტიან ტელიომ. მათ გარდა, შეხვედრას ლიონელ მესი, ვიქტორ ვალდესი, ისააკ კუენკა და ჯონათან დოს სანტოსი დააკლდებიან.