ფეხბურთი

19:03 | 19.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

პუიოლი “ბაიერნთან” სათამაშოდ ემზადება

კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა, შესაძლოა, მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასამართ პირველ მატჩში ითამაშოს.

როგორც ცნობილია, “ბარსელონას” დაცვის ცენტრში სერიოზული პრობლემები აქვს. ტრავმები აქვთ პუიოლსა და მასკერანოს, ხოლო მათი შემცვლელი ადრიანო დისკვალიფიცირებულია. ამ დროს, კატალონიურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კარლეს პუიოლი “ბაიერნთან” სათამაშოდ ემზადება.

პუიოლმა მუხლის ოპერაცია მარტის შუა რიცხვებში გაიკეთა. აქამდე არსებული ინფორმაციით, 35 წლის უკანახაზელი მინიმუმ 6 კვირას გამოტოვებდა და შესაძლებელი იყო, მას მიმდინარე სეზონში ვეღარც ეთამაშა. ოპერაციიდან ჯერ 5 კვირაც არაა გასული და ცნობილი ხდება, რომ კარლესი “ბაიერნთან” განმეორებით მატჩში დიდი ალბათობით ითამაშებს და არსებობს იმის შანსი, რომ მან 23 აპრილს, მიუნხენში გასამართ დაპირისპირებაშიც მიიღოს მონაწილეობა.

0.12479