კატალონიის “ბარსელონას” ტრავმებით დატანჯულმა კაპიტანმა კარლეს პუიოლმა გასული 2013 წელი შეაჯამა. ვეტერანი უკანახაზელი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს არ უფრთხის და საბრძოლველად ემზადება.
“2013 წელი ძალზე რთული აღმოჩნდა. ბევრი რამ ვისწავლე. გავიგე, ვინ არიან ჩემი ნამდვილი მეგობრები. ხშირ ტრავმებს ფორმიდან გამოვყავარ, მაგრამ არ ვნებდები. ვარჯიშს ვაგრძელებ, რათა მოედანზე ისევ გავიდე. იმედია, მომდევნო წელს ჯანმრთელად და ბედნიერად გავატარებ”, - განუცხადა მცველმა ესპანურ მედიას.
ტრავმების გამო, პუიოლმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა.