შესაძლოა, კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანი კარლეს პუიოლი მოედანს ამსტერდამის “აიაქსთან” ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში დაუბრუნდეს. AS-ის ცნობით, 35 წლის ესპანელი ტკივილებს აღარ გრძნობს და სრული დატვირთვით ვარჯიშობს.
საგულისხმოა, რომ კატალონიელთა თავკაცი ხერარდო მარტინო “სევილიასთან” მატჩში (3:2) თავისი გუნდის მცველების ქმედებებით უკმაყოფილო დარჩა და “აიაქსთან” მატჩისთვის ცვლილებებს გეგმავს. სავარაუდოდ, პუიოლი ჟერარ პიკეს შეუწყვილდება.
შეგახსენებთ, რომ პუიოლმა ოპერაცია ზაფხულში გაიკეთა და მას შემდეგ არ უთამაშია.