ფეხბურთი

18:52 | 8.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

პუიოლი 3 კვირაში დაბრუნდება

 

კატალონიის “ბარსელონას” ტრავმირებული კაპიტანი მოედანს ოქტომბერში დაუბრუნდება. ამის შესახებ კატალონიელთა ექიმმა პაკო სეირულომ განუცხადა El Mundo Deportivo-ს.

“პუიოლი სრული დატვირთვით ვარჯიშს 3 კვირაში დაიწყებს. მისი მუხლი მწყობრშია, მაგრამ დრო სჭირდება. კარლესი იმაზე ძლიერი დაბრუნდება, ვიდრე მანამდე იყო”, - განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში, პუიოლმა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა. მისი დაბრუნება სექტემბრის შუა რიცხვებისთვის იყო მოსალოდნელი, მაგრამ როგორც ირკვევა, საქმე შედარებით რთულადაა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090763