“პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი მიიჩნევს, რომ მის გუნდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურობა არ სჭირდება.
“პსჟ-ს შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს. ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენთან თამაშობენ, დიდი პოტენციალი აქვთ. თუ ყველა მათგანი თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს აჩვენებს, “პარი სენ ჟერმენის” შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.
მიმაჩნია, რომ ჩვენს გუნდს გაძლიერება არ სჭირდება. ასე რომ, მოახლოებული სატრანსფერო ფანჯრის დროს არავის დამატებას არ ვაპირებთ.” – ციტირებს ბლანის სიტყვებს RMC.