„პარი სენ ჟერმენმა“ ლიგა ერთის ზედიზედ მე-3 თამაში მოიგო და მდევართან სხვაობა, მინიმუმ ერთი დღით, 7 ქულამდე გაზარდა.
მე-14 ტურში პსჟ „რეიმსს“ სტუმრობდა. პარიზელებმა ანგარიში 25-ე წუთზე, იბრაჰიმოვიჩის კარგი გადაცემისა და ლუკას მოურას დარტყმის წყალობით გახსნეს. მე-60 წუთზე, მენეზმა ვერატის პასით იხეირა და დედაქალაქელთა უპირატესობას სოლიდური სახე მისცა. ამ გოლიდან 8 წუთში, კრიშოვიაკს სხვაობის შემცირების ძალიან კარგი შანსი მიეცა, მაგრამ მან 11 მეტრიდან ბურთი კარს ზემოდან გადააცილა.
შეხვედრაში წერტილი ზლატანმა დასვა. მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე, აგასამ ბურთი საკუთარ თანაგუნდელს გაარტყა, რის შემდეგაც, რიკოშეტით, ბურთი ზლატანთან მივიდა და შვედ სუპერფორვარდს გატანა არ გასჭირვებია.
პსჟ-ს გარდა ერთადერთი გუნდი, რომელმაც შაბათს მოიგო „ლორიანია“. კრისტიან გურკუფის შეგირდებმა „ევიანს“ 4 უპასუხო ბურთი გაუტანეს და გასავარდნ ზონასთან სხვაობა 4 ქულამდე გაზარდეს.
დღის დარჩენილი 4 თამაში ერთი და იგივე ანგარიშით, 1:1 დასრულდა.
რეიმსი-პსჟ 0:3 (0:1)
რეიმსი, “ოგუსტ დელონი” 20666
რეიმსი (4-1-4-1): აგასა, მანდი, ტაკალფრედი, ფოფანა, სინიორინო, კრიშოვიაკი, აიტე, დევო, ალბაეკი (ონიანჟი 70), ატარი (ფორტე 60), კურტე (დე პრევილი 60).
მწვრთნელი: უბერ ფურნიე.
პსჟ (4-1-2-3): სირიგუ, ჟალე, სილვა, ალექსი, დინე, მოტა (პასტორე 86), ვერატი, რაბიო (მატუიდი 71), ლუკასი, იბრაჰიმოვიჩი, მენეზი (ლავესი 70).
მწვრთნელი: ლორან ბლანი.
გოლები: 0:1 ლუკასი (24), 0:2 მენეზი (60), 0:3 იბრაჰიმოვიჩი (90+1).
68-ე წუთზე კრიშოვიაკმა ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი.
გაფრთხილებები: ტაკალფრედი 19, ალბაეკი 42, სინიორინო 52 - მოტა 46, ალექსი 62.
მსაჯი: ბენუა ბასტიენი.
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 15 (4)-15 (10), კუთხური: 7-1, თამაშგარე: 0-4, სეივი: 7-4, ჯარიმა: 12-16.
ევიანი-ლორიანი 0:4 (0:2)
ენსი, “პარკ დე სპორტსი” 8282
ევიანი (4-2-3-1): ჰანსენი, მენსა, მონგონგუ, ანგულა, საბალი, ტიე ბი (კამბონი 54), სორლინი (ნ’სიკულუ 78), ვასი, ნისტორი (ჯეჯე 46), ერეტი, რუბენი.
მწვრთნელი: პასკალ დუპრა.
ლორიანი (4-4-2): შეინო, ბაკა, ლოტოა, ეკუელ მანგა, გერეირო, ჟუფრე (სუნუ 88), კუტადო (აბდულა 84), დუკურე, მონე-პაკე, ტრაორე (დიალო 70), აბუბაკარი.
მწვრთნელი: კრისტიან გურკუფი.
გოლები: 0:1 აბუბაკაი (6), 0:2 აბუბაკარი (13), 0:3 დიალო (82), 0:4 ჟუფრე (87, პენ).
გაფრთხილებები: კამბონი 68, ვასი 70, ანგულა 86 - ლოტოა 67, დუკურე 73.
გაძევება: ერეტი 58.
მსაჯი: ოლივიე ტუალი.
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 6 (1)-12 (5), კუთხური: 4-0, თამაშგარე: 1-5, სეივი: 1-1, ჯარიმა: 9-10.
ლიონი-ვალანსიენი 1:0 (1:0)
ლიონი, “ჟერლანი” 33202
ლიონი (4-1-3-2): ვერკუტრი, ლოპესი, ბისევაცი, უმტიტი, ბედიმო, გონალონი, მალბრანკი, გურკუფი (პლეა 75), ფოფანა, გომისი (ბრიანი 65), ლაკაზეტი.
მწვრთნელი: რემი გარდი.
ვალანსიენი (4-4-2): პენეტო, დუკურტიო, კაგელმახერი (ბაებეკი 52), ანგუა, ნერი, მატე, და სილვა, დუმბია, მასუაკუ, დოსევი (მელიკსონი 63), პუჟოლი (ლე ტალეკი 33).
მწვრთნელი: არიელ ჟაკობსი.
გოლები: 1:0 გომისი (16), 1:1 ბაებეკი (66).
გაფრთხილებები: ბისევაცი 26 - ნერი 21, მასუაკუ 57, დუკურტიო 69.
მსაჯი: ამაური დელერუ.
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 15 (5)-12 (4), კუთხური: 3-2, თამაშგარე: 1-1, სეივი: 3-4, ჯარიმა: 7-12.
მონპელიე-გენგამი 1:1 (0:0)
მონპელიე, “ლა მოსონი” 15000
მონპელიე (4-3-3): ჟურდრენი, მარვო (ბაკარი 87), ილტონი, კონგრი, ელ კაუტარი (ტიენე 87), საიჰი (მუნიე 81), სანსონი, სტამბული, კამარა, მონტანიო, კაბელია.
მწვრთნელი: ჟან ფერნანდესი.
გენგამი (4-4-2): ასემბე, ლევეკი, კერბრა, სორბონი, ლემეტრი, ბოვუ, ატიკი, სანკარე, ჟირესი (გერდანი 90+4), მანდანი (დოსი 82), ლანგილი (დუნიამა 71).
მწვრთნელი: ჟოსელინ გურვენე.
გოლები: 1:0 კაბელია (69), 1:1 ჟირესი (76, პენ).
გაფრთხილებები: სტამბული 60, კამარა 75 - ატიკი 44, მანდანი 80.
მსაჯი: სტეფან იოშემი.
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 11 (4)-9 (2), კუთხური: 9-4, თამაშგარე: 1-1, სეივი: 1-3, ჯარიმა: 15-22.
რენი-ბორდო 1:1 (0:0)
რენი, “რუტ დე ლორიანი” 15465
რენი (4-2-3-1): კოსტილი, დანსე, კანა ბიიკი, არმანი, მბენგი, მაკუნი (ალე 82), კონდრასენი, უნუ, კადირი, ალესანდრინი (ფერე 60), ოლივეირა (რომერო 66).
მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე.
ბორდო (4-4-2): კარასო, მარიანო, ენრიკე, სანე, ორბანი, სევე (ფობერი 83), ნ’გემო, სერტიჩი, ობრანიაკი (ტრაორე 73), ჟუსიე (მორის-ბელე 77), დიაბატე.
მწვრთნელი: ფრანსის ჟილო.
გოლები: 1:0 კანა ბიიკი (63), 1:1 დიაბატე (64).
გაფრთხილება: ენრიკე 90.
მსაჯი: ენტონი გოტიე.
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 15 (5)-11 (6), კუთხური: 7-3, თამაშგარე: 3-4, სეივი: 5-4, ჯარიმა: 8-13.
სოშო-ბასტია 1:1 (0:1)
მონბელიარი, “ოგუსტ ბონალი” 14551
სოშო (4-4-2): პუპლინი, კორშია, პეიბერნე, კარლაო, ბუმალი (დიალო 75), ნოგეირა, კონტუ, პრჩიჩი (რუდე 59), დიასი (დუბაი 59), ბაკამბუ, მაიუკა.
მწვრთნელი: ერვ რენარი.
ბასტია (4-2-3-1): ლანდრო, დიაკიტე, მოდესტო, არეკი, პალმიერი, კაუზაკი, რომარიკი, კრასიჩი (ბა 66), ბუდებუზი (ილანი 68), კაზრი, ბრუნო (კეზეუ 90).
მწვრთნელი: ფრედერიკ ანტცი.
გოლები: 0:1 ბუდებუზი (31), 1:1 მაიუკა (74).
გაფრთხილებები: კაუზაკი 37, ბრუნო 39.
მსაჯი: ვილფრიდ ბიენი.
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 16 (5)-10 (3), კუთხური: 5-5, თამაშგარე: 4-5, სეივი: 2-4, ჯარიმა: 11-7.