ფეხბურთი

15:03 | 8.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ტრანსფერებზე 60 მილიონს დახარჯავს

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ფრანგული “პარი სენ-ჟერმენი” ახალი ფეხბურთელების შესაძენად 60 მილიონ ევროს დახარჯავს. ამის შესახებ Le Parisien-ი იუწყება.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელებს ხანგრძლივი საუბარი ჰქონდათ, რის შემდეგაც სატრანსფერო ბიუჯეტი განისაზღვრა. პსჟ 60 მილიონი ევროს დახარჯვას თავდამსხმელის, ნახევარმცველისა და მცველის ტრანსფერებზე გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელთა ერთ-ერთი სამიზნე “მანჩესტერ იუნაიტედის” მეგოლე უეინ რუნია.

 

0.119079