„პარი სენ ჟერმენს“ ზლატან იბრაჰიმოვიჩის არყოფნა დაეტყო. საფრანგეთის მოქმედმა ჩემპიონმა „ევიანთან“ უსახური თამაში ჩაატარა და სეზონის სტარტზე, 3 მატჩში ქულები მეორედ დაკარგა.
„პარკ დე სპორტსზე“ გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში, სტუმრებს ბურთის ფლობაში ძალიან დიდი უპირატესობა კი ჰქონდათ, მაგრამ მეტოქის საჯარიმოში ისინი ბურთს მხოლოდ 4-ჯერ შეეხნენ, ხოლო კარში ზუსტად დარტყმა ერთადერთხელ მოახერხეს.
მე-2 ნახევარში, პარიზელები კაცნაკლულნი დარჩნენ. იოან კაბაიემ წითელი ბარათი მიიღო და ლორან ბლანის გუნდის ამოცანა გართულდა. საბოლოოდ, პსჟ მარცხს გადაურჩა - „ევიანმა“ ბოლო წუთებში მეტოქეს შტურმი მოუწყო, მაგრამ მასპინძლები მაინც ქულას დასჯერდნენ, რომელიც მიმდინარე გათამაშებაში, მათთვის, პირველია.
ევიანი-პსჟ 0:0
ენსი, “პარკ დე სპორტსი”
ევიანი (4-4-2): ჰანსენი, აბდალა, მენსა, ანგულა, საბალი, ნ’სიკულუ (ბენეზე 71), კონე, სორლინი, ვასი, ბრუნო (კამუსი 59), ნილსენი (ბარბოსა 82).
მწვრთნელი: პასკალ დუპრაზი.
პსჟ (4-1-2-3): სირიგუ, ორიე, მარკინიოსი, ლუისი, დინე, კაბაიე, ვერატი, მატუიდი, ლუკასი (ლავესი 74), კავანი, პასტორე.
მწვრთნელი: ლორან ბლანი.
გაფრთხილებები: მენსა 15, ნ’სიკულუ 21, სორლინი 66 - კაბაიე 17, ვერატი 79.
გაძევება: კაბაიე 63.
მსაჯი: ბენუა ბასტიენი.
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 7 (3)-7 (3), კუთხური: 5-0, თამაშგარე: 1-6, სეივი: 3-3, ჯარიმა: 18-8.