ზედიზედ მე-4 სეზონია, „პარი სენ ჟერმენი“ საფრანგეთის ლიგა ერთის პირველი თამაშის მოგებას ვერ ახერხებს. 2011-12 წლების სეზონის პირველ ტურში უქულოდ დარჩენის შემდეგ, პარიზელებმა ზედიზედ მე-3 გათამაშება დაიწყეს ფრით. არადა, ლორან ბლანის გუნდმა ტურის პირველ მატჩში სწრაფი გოლის გატანაც მოახერხა და მალევე სხვაობის გაზრდის შანსიც მიეცა.
სტუმართაგან თავი ორივეჯერ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გამოიჩნა. გუნდის ლიდერმა ანგარიში მე-7 წუთზე, პასტორეს გადაცემის შემდეგ გახსნა. მალევე, ცარიელი კარის წინ მყოფმა შვედმა ბურთი ძელს მოარტყა, ხოლო მე-19 წუთზე, მან მისივე წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ცუდად დაარტყა და მეკარემ ბურთი მოიგერია.
პირველი ტაიმი მასპინძლებმა მოიგეს. 22-ე და 34-ე წუთებზე გოლები ონიანიემ და დევომ გაიტანეს. თამაშის განახლებიდან დაახლოებით 20 წუთში კი, იბრამ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შესულმა შვედმა კარის გასწვრივ ჩააწოდა, მეკარემ ბურთს ხელი უხერხულა დაუხვედრა, რის შემდეგაც ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა.
უხვგოლიანი გამოდგა მწვრთნელგამოცვლილი გუნდების, „ბასტიასა“ და „მარსელის“ დაპირისპირება. მასპინძელთა დამრიგებელი კლოდ მაკელელე სამწვრთნელო კარიერაში პირველ ოფიციალურ მატჩს ატარებდა, ხოლო სტუმართა თავკაცს, მარსელო ბიელსას დებიუტი „მარსელის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჰქონდა. თამაშის დასრულებამდე 25 წუთით ადრე „მარსელი“ 3:1 იგებდა, მაგრამ მაკელელეს შეგირდებმა 2 ბურთის გატანა და ქულის მოპოვება მოახერხეს.
რეიმსი-პსჟ 2:2 (2:1)
რეიმსი, “ოგუსტ დელონ II” 18540
რეიმსი (4-3-3): პლასიდე, სინიორინო, ტაკალფრედი, მანდი, ბურილონი, ონიანიე, ფორტე, დევო, ალბაეკი (კა 68), დიეგო (გლომბარი 83), შაბრონიე (კურტე 67).
მწვრთნელი: ჟან ვასორი.
პსჟ (4-3-3): სირიგუ, ვან დერ ვილი, მარკინიოსი, სილვა, დინე, ვერატი (შანტომი 86), მოტა, პასტორე, ლუკასი (ბაებეკი 72), იბრაჰიმოვიჩი, კავანი.
მწვრთნელი: ლორან ბლანი.
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (7), 1:1 ონიანიე (22), 2:1 დევო (34), 2:2 იბრაჰიმოვიჩი (63).
გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: იბრაჰიმოვიჩი 19.
გაფრთხილებები: ვერატი 72, ბაებეკი 88.
მსაჯი: სტეფან ლენუა.
ბურთის ფლობა: 35%-65%, დარტყმა: 8 (3)-14 (4), კუთხური: 1-5, თამაშგარე: 2-4, სეივი: 2-1, ჯარიმა: 15-14.
ბასტია-მარსელი 3:3 (1:2)
ფურიანი, “არმან სეზარი” 16000
ბასტია (4-2-3-1): არეოლა, დიაკიტე, სკილაჩი, რომარიკი, პალმიერი, კაუზაკი, ჟილე, აიტე, ბუდებუზი (ტალო 57), მაბულუ (კამანო 79), ბრანდაო.
მწვრთნელი: კლოდ მაკელელე.
მარსელი (3-4-1-2): მანდანდა, სპარანია (მენდესი 46), ნ’კულუ, მორელი, ტოვინი, ჯეჯე, მენდი, ალესანდრინი (ა. აიუ 58), იმბულა ვანგა, პაიე (ბაჩუაი 78), ჟინიაკი.
მწვრთნელი: მარსელო ბიელსა.
გოლები: 1:0 მაბულუ (9), 1:1 ჟინიაკი (11), 1:2 რომარიკი (17), 1:3 ჟინიაკი (62, პენ), 2:3 ტალო (66, პენ), 3:3 მაბულუ (73).
გაფრთხილებები: პალმიერი 18, ბრანდაო 81, აიტე 86 - მენდი 63.
მსაჯი: ლიონელ ჟაფრედო.
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 15 (6)-9 (5), კუთხური: 1-4, თამაშგარე: 0-3, სეივი: 2-3, ჯარიმა: 26-22.
ევიანი-კანი 0:3 (0:3)
ენსი, “პარკ დე სპორტსი”
ევიანი (4-2-3-1): ჰანსენი, ჟუელსგაარდი, ანგულა (მონგონგუ 46), კამბონი, საბალი, კონე, სორლინი (ბარბოსა 61), კამუსი (ბილე 46), ვასი, ბენეზე, ბრუნო.
მწვრთნელი: პასკალ დუპრაზი.
კანი (4-3-3): ვერკუტრი, აპია, და სილვა, პიერი, იმორუ, ადეოტი, ფერე, კანტი, რასპენტინო (ბაზილე 63), ნანგისი (ლემარი 88), დუამელი (კოიტა 69).
მწვრთნელი: პატრის გარანდი.
გოლები: 0:1 კანტი (12), 0:2 დუამელი (32), 0:3 დუამელი (37).
გაფრთხილებები: ჟუელსგაარდი 46 - იმორუ 90.
მსაჯი: სედ ენჟიმი.
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 11 (2)-10 (7), კუთხური: 5-6, თამაშგარე: 0-3, სეივი: 4-2, ჯარიმა: 12-5.
გენგამი-სენტ ეტიენი 0:2 (0:1)
გენგამი, “რუდურუ”
გენგამი (4-4-2): სამასა, იაკობსენი, კერბრა, სორბონი, ბაკა (ლევეკი 76), დოს სანტოსი, მატისი, ბოვუ (შვარცი 73), ჟირესი (მარვო 62), მანდანი, იატაბარე.
მწვრთნელი: ჟოსელინ გურვენეკი.
სენტ ეტიენი (4-3-3): რუფიე, კლერკი (ბრიზონი 58), სალი, პერინი, ტაბანუ, კლემენი, ლემუანი (კონე 80), კოადე, ამუმა (მოკლო 62), გრადელი, ერდინგი.
მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე.
გოლები: 0:1 ერდინგი (39, პენ), 0:2 ერდინგი (90+2).
გაფრთხილებები: კერბრა 37, მანდანი 72, ლევეკი 90+1 - ლემუანი 54, კოადე 72, გრადელი 81, ბრიზონი 83.
მსაჯი: მარსელ ლეზაჟი .
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 6 (3)-7 (2), კუთხური: 4-5, თამაშგარე: 3-1, სეივი: 0-3, ჯარიმა: 9-18.
ლილი-მეცი 0:0
ვილანოვ დ’ასკი, “პიერ მორუა”
ლილი (4-3-3): ენიეამა, ბერია, კიაერი, ბაზა, სუარე, მავუბა, ბალმონი (ლოპესი 67), გეიე, კორშია, მენდესი (როდელინი 72), ორიჟი (რუ 77).
მწვრთნელი: რენე ჟირარი.
მეცი (4-4-2): კარასო, მეტანირი, მარშალი (მილანი 59), შოპლინი, ბუსმანი, როკი, ნ’დავი, ნ’გბაკოტო, სიდო (დუკურე 46), სარი, ფალკონი (გეიე 76).
მწვრთნელი: ალბერ კარტიე.
გაფრთხილება: ნ’დავი 36.
მსაჯი: ფრედი ფოტრელი.
ბურთის ფლობა: 67%-33%, დარტყმა: 13 (2)-2 (1), კუთხური: 8-3, თამაშგარე: 2-3, სეივი: 1-2, ჯარიმა: 9-22.
მონპელიე-ბორდო 0:1 (0:1)
მონპელიე, “ლა მოსონი”
მონპელიე (4-3-3): ჟურდრენი, ხისი (დეპლანი 46), კონგრი, ილტონი, ტიენე, სტამბული, ლასნი (ბერიგო 54), სანსონი, კამარა, მუნიე, მონტანიო (რიბელინი 71).
მწვრთნელი: როლან კურბისი.
ბორდო (4-2-3-1): კარასო, ფობერი, სერტიჩი, სანე, პუნჯე (საკო 82), ტრაორე (პალუა 44), პლაზილი, როლანი, კაზრი, მორის-ბელე, დიაბატე (სალა 59).
მწვრთნელი: ვილი სანიოლი.
გოლი: 0:1 დიაბატე (17).
გაფრთხილებები: ხისი 6, სანსონი 63 - სერტიჩი 32, პალუა 70.
მსაჯი: ვილფრიდ ბიენი.
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 11 (5)-7 (3), კუთხური: 5-1, თამაშგარე: 2-2, სეივი: 2-5, ჯარიმა: 16-20.
ნანტი-ლანსი 1:0 (0:0)
ნანტი, “ბოსეჟუარი”
ნანტი (4-2-3-1): დუპე, სისოკო, ჰანსენი, ვისკარონდო, ვეინო, დო, ვერეტო, გაკპე, ბედოია (ტურე 87), ბესა (ოდელი 62), არისტიგიეტა (ბამუ 63).
მწვრთნელი: მიშელ დერ ზაკარიანი.
ლანსი (4-3-3): რიუ, გბამინი, ლანდრე, კანტარი (ვალდივია 84), ბაალი, ლემუანი, ბორიგო (ნომენიანაჰარი 69), ელ ჟადეიაუი, შავარია, კულიბალი, ტუზგარი (გილომი 80).
მწვრთნელი: ანტუან კომბუარე.
გოლი: 1:0 ბამუ (65).
გაფრთხილება: ბორიგო 68.
მსაჯი: სებასტიენ დეზიაჟი.
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 12 (4)-5 (2), კუთხური: 3-2, თამაშგარე: 1-0, სეივი: 2-3, ჯარიმა: 9-5.
ნიცა-ტულუზა 3:2 (1:2)
ნიცა, “ალიანც რივიერა”
ნიცა (4-3-3): ჰანსენი, პუელი, ჟენევუა, ბოდმე, ამავი, მენდი, ეისერიკი, ჰულტი, პიე (დიგარი 69), ბოტეკი (ბოზეტი 35), სვიტანიჩი (ჰონორა 83).
მწვრთნელი: კლოდ პუელი.
ტულუზა (3-4-1-2): ბუშე, ვესკოვაცი, სპაიჩი, გრიგორი, სილა (აკპა აკპრო 79), დიდო (პეშიჩი 73), რეგატინი (ტრეხო 69), მატეუსი, ბოდიგერი, ბენ იედერი, ბრეითუაითი.
მწვრთნელი: ალენ კაზანოვა.
გოლები: 1:0 სვიტანიჩი (23), 1:1 ბრეითუაითი (45), 1:2 ბენ იედერი (45+1), 2:2 სვიტანიჩი (63), 3:2 ბოზეტი (69).
გაფრთხილება: რეგატინი 57.
მსაჯი: ფრანკ შნეიდერი.
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 22 (11)-10 (5), კუთხური: 12-7, თამაშგარე: 3-0, სეივი: 3-8, ჯარიმა: 10-9.