ფეხბურთი

16:15 | 25.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს სახოს გაყიდვა სურს

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” მცველ მამადუ სახოს კლუბთან კონტრაქტი წელიწადის შემდეგ ეწურება და კლუბს მისი გაყიდვა სურს, რათა ფინანსური სარგებელი ნახოს. თავის მხრივ, ფრანგი უკანახაზელი არსებული სათამაშო დროით უკმაყოფილოა და გარემოს გამოცვლის წინააღმდეგი არაა.

“პსჟ სახოს ტრანსფერზე თანახმაა. მამადუ უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. პარიზელებს მისი გაყიდვა სურთ, მაგრამ მხოლოდ სარფიანი წინადადების შემთხვევაში. სადღეისოდ, სახოს აბარგების შანსი ძალზე დიდია. შესაძლოა, ფრანგი ინგლისში აღმოჩნდეს”, - იუწყება Sky Sports-ი.

რამდენადაც ცნობილია, სახოს გადაბირება ლონდონის “არსენალს” სურს.

 

0.114567