ზამთრის სატრანსფერო სეზონში, “პარი სენ-ჟერმენი” აქტიურ მოქმედებას გეგმავს. L’Equipe-ს ცნობით, პარიზელები პოლ პოგბას (“იუვენტუსი”), ხუან მატასა (“ჩელსი”) და იოან კაბაიეს (“ნიუკასლი”) შეძენას ეცდებიან.
დედაქალაქელთა მთავარი სამიზნე პოგბაა, რომლისთვისაც კლუბმა 50 მილიონი ევრო უკვე გამოყო. სავარაუდოდ, “იუვენტუსი” ფრანგების ამგვარ წინადადებას დათანხმდება.
რაც შეეხება მატას, ესპანელმა “ჩელსის” თავკაც ჟოზე მოურინიოსთან თბილი დამოკიდებულება ვერაფრით დაამყარა და “სტემფორდ ბრიჯიდან” აბარგებას არ გამორიცხავს. პრობლემა ისაა, რომ “ვალენსიას” ყოფილ შემტევს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში უკვე ნათამაშები აქვს და პარიზელებს მისი გამოყენება მხოლოდ ეროვნულ ჩემპიონატში შეეძლებათ.
ძალზე რეალურია კაბაიეს ტრანსფერი – “ნიუკასლის” მცველს ევროპულ გრანდში თამაშის სურვილი კლავს და მიზნის მისაღწევად ყველაფერს იღონებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვალდესი ხო დაიმატეს და ეს რაღა ჩემ ნიკლასბენდტნერად მინდა?
კრული კარგი მეკარეა,მაგრამ დე ხეასთან შედარებით ალვის ხეა.ამათმა რო დავითა გაუშვან,მაგარიი სლეები იქნებიან!!!
რა სისუელეა
) კრული არა ვანდერსაარი კიდე, რატომ იგონებენ ასეთ იდიოტობებს