ფეხბურთი

1:33 | 6.05.2013 | ნანახია NaN - ჯერ

პსჟ-ს ქულა ალექსმა გადაურჩინა

„პარი სენ ჟერმენმა“, რომელსაც საფრანგეთის საუკეთესო გუნდობაზე აქვს პრეტენზია და რომელიც ამ სტატუსს ოფიციალურად აუცილებლად გაიფორმებს, თავისთვის მნიშვნელოვან მატჩში, უმოტივაციო „ვალანსიენს“ ვერ მოუგო. მოგებას ვინ ჩივის, რომ არა შეცვალზე შესული ალექსი, კარლო ანჩელოტის შეგირდები უქულოდ რჩებოდნენ.

„პარკ დე პრენსზე“ გამართულ შეხვედრაში, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. მე-17 წუთზე, მენეზმა ბურთი საკუთარ ნახევარზე დაკარგა, რასაც სტუმართა კონტრშეტევა და დანიჩის ზუსტი დარტყმა მოჰყვა.

ტაიმის მიწურულს, არბიტრმა ძალიან უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. მან პსჟ-ს კაპიტანი ტიაგუ სილვა მოედნიდან მხოლოდ იმის გამო გააგდო, რომ ბრაზილიელი მცველის მას შეეხო.

სილვას ნაცვლად მოედანზე მისივე თანამემამულე ალექსი შევიდა, რომელმაც ძირითადი დროის ამოწურვამდე 6 წუთით ადრე, ლავესის მიერ კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს თავი შედეგიანად დაჰკრა.

პსჟ ჩემპიონობას „ვალანსიანთან“ მოგებით ვერ ინაღდებდა, მაგრამ ახლა, მომდევნო ტურში პირველობის გასაფორმებლად, დედაქალაქელებს მოგება სჭირდებათ.

პსჟ ერთადერთი მასპინძელი გუნდია, რომელმაც კვირას ქულის აღება მოახერხა. საკუთარ კედლებში მოთამაშე დანარჩენი ორი გუნდი შერცხვა. „რენმა“ „ნიცასთან“, ხოლო „ნანსიმ“ „ლიონთან“ 0:3 წააგო. 3 ქულის ამღები ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. 35-ე ტურში, მდგომარეობა ორივე მათგანმა გაიუმჯობესა, რისი მიზეზიც „სენტ ეტიენის“ მიერ ქულების კვლავ დაკარგვაა. „ნიცამ“ მწვანეებს გადააასწრო, ხოლო „ლიონმა“ უპირატესობა გაიმყარა.

 

რენი-ნიცა 0:3 (0:0) 

რენი, “რუტ დე ლორიანი 16158

რენი (4-3-3): კოსტილი, ფოლკიე, მენსა (ა. დიარა 46), ბოიე, მავინგა, პაჟო, მაკუნი, დუკურე (დიალო 74), ფერე, კ. დიარა (ნგადო 62), პიტროიპა.

მწვრთნელი: ფრედერიკ ანტონეტი.

ნიცა (4-2-3-1): ოსპინა, პუელი (ჟენევუა 53), პეიჩინოვიჩი, სიველი, კოლოძიეშაკი, აბრიელი, დიგარი, დიასი, ბრუინსი (ფოფანა 74), ბოტეკი, კვიტანიჩი (ბოზეტი 82).

მწვრთნელი: კლოდ პუელი.

გოლები: 0:1 კვიტანიჩი (52), 0:3 კვიტანიჩი (71, პენ), 0:3 ბოტეკი (84).

გაფრთხილებები: პაჟო 50, დიარა 71 - კვიტანიჩი 58.

გაძევებები: მავინგა 56 - პეიჩინოვიჩი 90.

მსაჯი: ბენუა ბასტიენი.

ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 12 (5)-8 (5), კუთხური: 1-4, თამაშგარე: 7-2, სეივი: 2-5, ჯარიმა: 9-17.

 

ნანსი-ლიონი 0:3 (0:0)

ტომბლენი, “მარსელ პიკო 19122

ნანსი (4-2-3-1): გრეგორინი, ჟებუ, პუგრენიე, ლოტიე, მურატორი, კარაბუე, მანგანი, მუკანჯო, ბაკარი (ლუისი 78), კულიბალი (ზიტე 58), ეფულუ (ამარი 85).

მწვრთნელი: პატრიკ გაბრიელი.

ლიონი (4-2-3-1): ლოპესი, ფოფანა, კონე, უმტიტი, დაბო, მვუემბა, გონალონი, ბენზია (ფერი 78), გრენიე (მალბრანკი 88), გურკუფი, ლოპესი (გომისი 46).

მწვრთნელი: რემი გარდი.

გოლები: 0:1 გომისი (48), 0:2 გურკუფი (80), 0:3 გომისი (89).

გაფრთხილებები: ფოფანა 74, კონე 86.

მსაჯი: ლიონელ ჟაფრედო.

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 9 (5)-13 (5), კუთხური: 8-6, თამაშგარე: 0-3, სეივი: 1-3, ჯარიმა: 11-15.

 

პსჟ-ვალანსიენი 1:1 (0:1)

პარიზი, “პარკ დე პრენსი

პსჟ (4-4-2): დუშე, ვან დერ ვილი (ჟალე 68), სილვა, საკო, მაქსველი, მენეზი (ალექსი 45), შანტომი (გამეირო 69), მატუიდი, პასტორე, ლავესი, იბრაჰიმოვიჩი.

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

ვალანეისნი (4-3-3): პენეტო, ლალა, ანგუა, როზი, ბონგი, გომისი (დუკურტიო 64), სანჩესი, სანკარე, მელიკსონი (ნგეტე 76), აბუბაკარი, დანიჩი (დოსევი 84).

მწვრთნელი: დანიელ სანჩესი.

გოლები: 0:1 დანიჩი (17), 1:1 ალექსი (84).

გაფრთხილებები: ვანდერ ვილი 25, მენეზი 35, შანტომი 42, გამეირო 77, იბრაჰიმოვიჩი 90+4 - ბონგი 51, ლალა 53.

გაძევება: სილვა 43.

მსაჯი: ალექსანდრ კასტრო.

ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 14 (7)-11 (6), კუთხური: 14-5, თამაშგარე: 4-1, სეივი: 5-6, ჯარიმა: 8-15.

0.134073