ფეხბურთი

18:32 | 19.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს პრეზიდენტი “ბარსას” მესის შეძენით ემუქრება

“პარი სენ ჟერმენის” პრეზიდენტი ნასერ ალ-კელაიფი “ბარსელონას” ტიაგუ სილვასგან თავის შორს დაჭერისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კატარელი ბიზნესმენი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის, ლიონელ მესის შეძენით იმუქრება.

“სიტუაცია მარტივია – თუ “ბარსელონა” ტიაგუ სილვას გამოსასყიდ თანხას გადაიხდის და ფეხბურთელს შეიძენს, ჩვენ იგივეს ლიონელ მესის შემთხვევაში გავაკეთებთ.” – აცხადებს პსჟ-ს პრეზიდენტი.

ლიონელ მესის გამოსასყიდი თანხა 250 მილიონი ევროა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი რუსული კლუბი ამ თანხის გადახდაზე თანახმა იყო, მაგრამ “ბარსელონადან” წასვლა თავად მესიმ იუარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109547